ნატოს სამხედრო კომიტეტი საქართველოში 2 მარტს ჩამოვა

© photo: Sputnik / Stringerნატოს დროშა კრწანისის ბაზის ტერიტორიაზე
ნატოს დროშა კრწანისის ბაზის ტერიტორიაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი პეტრ პაველი თბილისში საქართველოს პირველ პირებთან გამართავს შეხვედრებს.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. ნატოს სამხედრო კომიტეტი გენერალ პეტრ პაველის ხელმძღვანელობით თბილისში 2 მარტს ჩამოვა და საქართველოს მონაწილეობით სხდომას გამართავს, აღნიშნულია საქართველოს თავდაცვის უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სამხედრო კომიტეტი ნატოს უმაღლესი და მუდმივმოქმედი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა სამხედრო რეკომენდაციები წარუდგინოს ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს — ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფს.

ლავროვისა და სტოლტენბერგის შეხვედრა - Sputnik საქართველო
ლავროვმა და სტოლტენბერგმა რუსეთისა და ნატო-ს ურთიერთობებზე იმსჯელეს

ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტი თბილისში 3 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ამ დროის განმავლობაში პეტრ პაველი ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან.

სამხედრო კომიტეტის წევრები ესტუმრებიან საქართველო-ნატოს სწავლებისა და შეფასების ერთიან ცენტრს (JTEC), რომელიც საქართველოში 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. ცენტრი „კრწანისის“ სასწავლო ცენტრის ტერიტორიაზეა განთავსებული.

სამხედრო კომიტეტს შესაძლებლობა ექნება დააკვირდეს ქართველი სამხედროების საჩვენებელ წვრთნებს ავღანეთში გამგზავრებამდე.

გენერალი პეტრ პაველი და სამხედრო კომიტეტის წევრები თბილისში, გმირთა მოედნის მემორიალთან პატივს მიაგებენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს.

ისინი ასევე ეწვევიან საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას გორში.

ნატოს და საქართველოს დროშები - Sputnik საქართველო
მარგველაშვილი ნატოს სამიტზე განსახილველად საქართველოს საკითხის გატანას აპირებს

ეს ნატოს სამხედრო კომიტეტის მეორე ვიზიტი იქნება თბილისში. პირველი ვიზიტი 2014 წლის თებერვალში გაიმართა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ასევე აღნიშნეს, რომ მაისში თბილისი ნატოს საპარლამენტო ასამბლეას უმასპინძლებს.

საქართველოსა და ნატოს ინსტიტუციური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, როდესაც საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ მონაწილე გახდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლიდან საქართველო-ნატოს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა.

2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურებმა დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტებთან შესაბამისობის შემთხვევაში საქართველო და უკრაინა მომავალში ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსის სამიტზე დაამტკიცეს განსახორციელებელი ზომების პაკეტი, რაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას შეუწყობს ხელს.

ყველა ახალი ამბავი
0