საქართველოს მთავარი პროკურორის გადადგომა არ დადასტურდა

გამოწერა
საქართველოს მთავარ პროკურატურაში სიცრუე უწოდეს მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უწყების ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ.

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უარყო მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია ქვეყნის მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომის შესახებ.

საინფორმაციო საშუალებები ირწმუნებოდნენ, რომ შოთაძემ დაკავებული თანამდებობა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის გამო დატოვა. მამალაძე მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების საქმეზე დააკავეს.

„ეს არის სიცრუე და არ შეესაბამება სინამდვილეს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სახის ინფორმაციის გავრცელება ხდება მიზანმიმართულად და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“, — აღნიშნულია მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ირაკლი შოთაძეს საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა 2015 წლის ნოემბრიდან უჭირავს.

საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურაში გამორიცხეს პატრიარქზე თავდასხმის ვერსია

დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავება თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი საქმე გახდა. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, როდესაც თბილისი-ბერლინის რეისით გამგზავრებას აპირებდა. მის ბარგში ნატრიუმის ციანიდი — უძლიერესი შხამი აღმოაჩინეს. ბერლინში იმ პერიოდში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სხვა ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ.

წინასწარ პატიმრობაში მყოფმა დეკანოზმა ბრალი უარყო. ის იმედოვნებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის დაბრუნების შემდეგ ვითარება გაირკვევა.

ამჟამად მამალაძე ჩაფიძის კარდიოლოგიურ კლინიკაში იმყოფება, სადაც ის საპატიმროდან გადაიყვანეს გონების დაკარგვის შემდეგ. ექიმები მის მდგომარეობას „სტაბილურად“ აფასებენ.

ყველა ახალი ამბავი
0