01:19 22 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდა

© FB / Минобороны Грузии
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საქართველო - ნატო (39)
1701

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ საქართველო მარტში ნატოს მუდმივ წარმომადგენელთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბრიუსელში საქართველო–ნატოს კომისიის სხდომამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.

სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ნატოს მყარი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიალური მთლიანობის მიმართ, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პრესკონფერენციაზე, რომელიც საქართველო–ნატოს კომისიის სხდომის შემდეგ ჩატარდა, სტოლტენბერგმა განსაკუთრებული ყურადღება შავი ზღვის რეგიონში ნატოს გაძლიერების თემას მიაქცია.

„საქართველოსთან შავი ზღვის რეგიონში იქ არსებული გამოწვევების საპირისპიროდ ვმუშაობთ. და საქართველოს, როგორც შავი ზღვის ქვეყანას, თავისი წვლილი შემოაქვს. მარტში სხდომა საქართველოს მონაწილეობით ჩატარდება (ნატოს მუდმივ წარმომადგენელთა მოადგილეების კომიტეტის). საქართველოსგან ინფორმაციას მივიღებთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით და საქართველოს რეგიონში არსებული სიტუაციის შეფასებას გავაცნობთ“, — განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსი საქართველოსთან ბევრი მიმართულებით თანამშრომლობს.

„ჩვენ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა გვაკავშირებს, რომელიც სხვდასხვა სფეროს და საკითხს მოიცავს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ეს პარტნიორობა ორმხრივია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთს ვეხმარებით და გვერდში ვუდგავართ. ნატო საქართველოს უწევს დახმარებას თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობასა და რეფორმების განხორციელების პროცესში. ჩვენ ვაღიარებთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს“, — განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ნატოს სამხედრო კომიტეტი ეწვევა, მაისის ბოლოს კი თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა ჩატარდება.

საქართველო-ნატოს ინსტიტუციონალური თანამშრომლობა 1994 წელს დაიწყო, მაშინ, როცა საქართველო პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ წევრი გახდა.

„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2004 წლიდან საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან უფრო ინტენსიური გახდა. 

2008 წელს ბუქარესტში გამართულ ნატოს წევრი ქვეყნების სამიტზე დაადასტურეს, რომ ალიანსის სტანდარტების შესაბამისობის შემთხვევაში საქართველო მომავალში შეძლებს გახდეს ნატოს წევრი. 2011 წელს საქართველომ ნატოს „ასპირანტი ქვეყნის“ სტატუსი მიიღო. 2014 წელს უელსში გამართულ სამიტზე საქართველოს ნატოს წევრობისკენ სწრაფვის მხარდამჭერ ღონისძიებათა პაკეტი დამტკიცდა.

 

თემები:
საქართველო - ნატო (39)

მთავარი თემები