საქართველოს შსს: გვარამიასა და ახვლედიანის საუბრის აუდიოჩანაწერი ავთენტურია

© Photo: Courtesy of Nika Gvaramiaნიკა გვარამია
ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანთან მისი საუბრის აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის აუდიოჩანაწერი ავთენტურია, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ზე დაყრდნობით.

საუბარია 2016 წლის ოქტომბერში გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც ახვლედიანი გვარამიას მოსამართლეთა რაოდენობის სიმცირეზე შესჩივის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს „საცდელ ბალიშს“ უწოდებს. გვარამია მოსამართლეებზე და ვიღაცისთვის თანხის – 6 მილიონიდან გარკვეული ნაწილის გადაცემის შესახებ საუბრობს.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გვარამია მოსამართლეთა მოსყიდვის შესახებ საუბარს უარყოფს

„დიახ, ავთენტურობა დამტკიცებულია. ბატონი ნიკა გვარამია დღეს დაკითხვაზეა დაბარებული. ის 18:00 საათამდე უნდა გამოცხადდეს“, — განაცხადა შსს–ს პრეს–სამსახურის თანამშრომელმა.

თავის დროზე გვარამიამ აღიარა, რომ ახვლედიანთან 2015 წელს შემდგარი საუბარი თვითონ ჩაწერა, როდესაც ახვლედიანი ჯერ კიდევ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. მისი თქმით, ახვლედიანმა მას შეხვედრა შესთავაზა იმისთვის, რათა ოპოზიციური ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის სასამართლო პროცესი განეხილათ.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლო განხილვა 2015 წლის აგვისტოში დაიწყო, როდესაც მისმა ყოფილმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და ტელეკომპანიის დაბრუნება მოითხოვა.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და გადაწყვეტილება ხალვაშის სასარგებლოდ გამოიტანა. ამჟამად საქმე უზენაეს სასამართლოშია გადაცემული.

რაც შეეხება აუდიოჩანაწერს, გვარამიამ განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ მოხვდა ის ინტერნეტში. ის თვლის, რომ ვიღაცამ მის კომპიუტერში უკანონოდ შეაღწია და აუდიოფაილის ასლი გადაიღო. გვარამიამ აღნიშნა, რომ ამ აუდიოჩანაწერს ცოტა ხანი ინახავდა, რადგან საინტერესო ინფორმაციას არ შეიცავდა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლებით „კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევა“ და „პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის საიდუმლოების უკანონოდ დარღვევა“, რაც ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

დავით საყვარელიძე - Sputnik საქართველო
კომპრომატების ომი: სააკაშვილის თანამებრძოლის განცხადება და „რუსთავი 2“-ის საქმე

მიმდინარე წლის თებერვალში სოციალურ ქსელში კიდევ ერთი აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სავარაუდოდ, ნიკა გვარამიასა და იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობით, რომელშიც ისინი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პაატა ქათამაძისა და ბესარიონ ალავიძისთვის, რომლებიც „რუსთავი 2“-ის საქმეს განიხილავენ, ქრთამის სახით 3 მილიონი აშშ დოლარის გადაცემის საკითხზე საუბრობენ.

საუბარში მამუკა ახვლედიანს ახსენებენ, რომელმაც ქრთამის სახით 3 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოითხოვა.

თავად გვარამიამ აუდიოჩანაწერის ავთენტურობა უარყო და მას „უმოწყალო მონტაჟი“ უწოდა.

სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 159-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს „პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ანდა ტელეგრაფით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების საიდუმლოების უკანონოდ დარღვევას“, რაც ისჯება გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0