არაბული ქვეყნების საბჭოს გენერალური მდივანი თბილისში მოლაპარაკებებს გამართავს

გამოწერა
სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს გენერალური მდივანი აბდულატიფ ბინ რაშიდ ალ ზაიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია. ვიზიტი 16 თებერვლამდე გაგრძელდება, აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.

მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
საქართველომ და საუდის არაბეთმა თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

„შეხვედრებზე განხილული იქნება საქართველოსა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის პარტნიორობისა და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები“, — ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს გენერალურ სამდივნოს შორის ასევე დაგეგმილია ხელმოწერა ურთიერთგაგების მემორანდუმზე.

არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო (Cooperation Council for the Arab States of the Gulf) 1981 წელს ჩამოყალიბდა. მასში გაერთიანებულია ექვსი სახელმწიფო – ბაჰრეინი, კატარი, კუვეიტი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ომანი და საუდის არაბეთი. მისი საქმიანობის სფეროებია პოლიტიკა და ეკონომიკა, თავდაცვა, უსაფრთხოება, ინფორმაცია, კულტურა, ჯანდაცვა და განათლება.

სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ქვეყნებს ენერგორესურსების უდიდესი მარაგი აქვთ. მათი ნავთობის წილი მსოფლიოს დამტკიცებულ მარაგებს შორის 40%-ია, ისინი აკმაყოფილებენ ნავთობზე უცხოეთის მოთხოვნის 25%-ს; ბუნებრივი აირის მოცულობა მსოფლიო მარაგში 20%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0