საქართველოს პარლამენტმა მუშაობა განაახლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიუროს გადაწყვეტილებით, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომა ოთხშაბათს გაიმართება.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. მეცხრე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესია პარლამენტის ბიუროს სხდომით დაიწყო. 

პირველი პლენარული სხდომა დანიშნულია ოთხშაბათს. დეპუტატები განიხილავენ საქართველოს პრეზიდენტის შენიშვნებს სასამართლო სისტემის რეფორმაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. 

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
როგორია „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის პრეზიდენტისეული ინტერპრეტაცია

მარგველაშვილმა კანონპროექტთა პაკეტს ვეტო 24 იანვარს დაადო. ჯერ კიდევ დეკემბერში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო შესწორებები კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“, რომლებიც ითვალისწინებენ საქმეთა ელექტრონულ გადანაწილებას მოსამართლეებს შორის, მოსამართლეთათვის დამატებითი გამოსაცდელი ვადის შემოღებას, სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეებისათვის სასამართლოების კოლეგიების ხელმძღვანელობის აკრძალვას. 

ეს უკვე მესამე ტალღაა სასამართლო რეფორმის და მიმართულია სასამართლოების მაქსიმალური დამოუკიდებლობისაკენ. 

ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, „ქართული ოცნება“ აქტიურად შეუდგა სასამართლო სისტემის რეფორმირებას. 


ყველა ახალი ამბავი
0