23:41 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
გრიგორი კარასინი

კარასინმა ქართველი სამხედრო პირის ცერცვაძის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

© AFP/ FABRICE COFFRINI
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
4101

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსული მხარე ქართველ სამხედოებზე ნადირობას არ ახორციელებს.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსულ მხარეს გააჩნია ადრე კიევში მოსკოვის მოთხოვნით დაკავებული ვიცე–პოლკოვნიკ გია ცერცვაძის ბრალეულობის დამადასტურებელი მასალები.

ინტერპოლის მიერ ძებნილი გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს კიევის აეროპორტში რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. მას ქალაქ სოჭში 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით მას 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მაგრამ წინა კვირაში ცერცვაძე გაათავისუფლეს.

„საქმე კრიმინალურ დანაშაულს ეხება, რომელიც მან რუსეთის ტერიტორიაზე 2003 წელს ჩაიდინა. დოკუმენტაცია გვაქვს. ჩვენ უსაფუძვლოდ ინტერპოლში მოთხოვნას არ ვაგზავნით“, — განაცხადა კარასინმა.

მან აღნიშნა, რომ ცერცვაძის თემის განხილვას საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში გეგმავს.

„ამ თემას განვიხილავთ და ინფორმაციას გავცვლით“, — განაცხადა კარასინმა შეხვედრის დაწყებამდე.

ამავე დროს მან ხაზი გაუსვა, რომ რუსული მხარე „ქართველ სამხედროებზე ნადირობას არ ახორციელებს“.

თავის მხრივ, ქართველმა დიპლომატმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ თემის განსახილველად არ მომზადებულა.

„ეს არ არის ჩვენი დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი. თუ მან დაიწყო, მოვუსმენ, რას გვეტყვიან. ჩვენი პრინციპია, რომ ჩვენს მოქალაქეებს სხვა სახელმწიფოებს არ გადავცემთ. თუ დეტალურად და არსებითად უნდათ ამ საკითხის განხილვა, ამისთვის შესაბამისი უწყებები არსებობენ”, — განაცხადა აბაშიძემ.

საქართველოში რიგი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ქვეყნის ხელისუფლება დაადანაშაულეს იმაში, რომ ის ფარულად თანამშრომლობს რუსულ სამართალდამცველ ორგანოებთან და მათ ცერცვაძის პირადი მონაცემები გადასცა, ასევე სპეციალურად არ გააფრთხილა, რომ ის ინტერპოლით იძებნებოდა რუსეთის თხოვნის საფუძველზე.

საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცერცვაძის შესახებ რუსეთისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

 

მთავარი თემები