ავღანეთში ქართველ სამხედოებს მადლობა გადაუხადეს

© FB / Минобороны Грузииავღანეთში ქართველ სამხედოებს მადლობა გადაუხადეს
ავღანეთში ქართველ სამხედოებს მადლობა გადაუხადეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიცე–პოლკოვნიკმა რომან სანიკიძემ განაცხადა, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროების მთავარ ამოცანას ქვეყნის მთავრობისა და უშიშროების ძალების მხარდაჭერა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ავღანეთში ქარა ბაღის რაიონის გამგებელმა აბდულ სენი შარიფმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს რაიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მადლობა გადაუხადა, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ამის შესახებ აბდულ სენი შარიფმა საქართველოს შეიარაღებული ძალების მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის მეთაურთან, ვიცე-პოლკოვნიკ რომან სანიკიძესთან შეხვედრისას განაცხადა. შეხვედრას აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი სკოტ მეიფილდი და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ავღანეთის ეროვნული არმიის IV ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მუსტაფა საიდი დაესწრნენ.

 „მოხარული ვარ, რომ კოალიციური ძალები, განსაკუთრებით კი ქართული სამხედრო კონტინგენტი, რომელიც ბაგრამის საავიაციო ბაზაზეა დისლოცირებული, ნამდვილად ცდილობს ახლო ურთიერთობების დაამყაროს ავღანელ ხალხთან და ქვეყნის მთავრობასთან. ასევე მოხარულები ვართ, რომ სამხედროები ადგილობრივი მოსახლეობის დახმარებას და მხარდაჭერას ცდილობენ. ძალიან კარგია, რომ მსგავსი შეხვედრები იმართება. მადლობას გიხდით ავღანეთის უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში წვლილის შეტანისათვის“, — განაცხადა აბდულ სენი შარიფმა.

I ბრიგადის გაძლიერებული ასეული ასეული ავღანეთში ჩავიდა - Sputnik საქართველო
მისია ავღანეთში: საქართველომ როტაცია განახორციელა

აბდულ სენი შარიფმა ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს ხაზი გაუსვა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამშვიდობო ოპერაციის რაიონში არსებული ვითარება და დაგეგმილი ჰუმანიტარული ღონისძიებები განიხილეს. ვიცე-პოლკოვნიკი რომან სანიკიძე ქარა ბაღის რაიონის გამგებელს ავღანურ მხარესთან აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებას და კიდევ უფრო განმტკიცებას დაპირდა. 

„ჩვენ უკვე განვახორციელეთ გასული წლის განმავლობაში შვიდი პროექტი ქარა ბაღის რაიონში. მოსახლეობაც კმაყოფილია განხორციელებული პროექტებით. ქართული ბატალიონები გააგრძელებენ მსგავს პროექტებს, და ჩვენი მთავარი ამოცანა მხარი დავუჭიროთ ავღანეთის მთავრობასა და უშიშროების ძალებს შესრულებული იქნება“, — განაცხადა სანიკიძემ.

„მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, ქვეყანაში 12000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტირება შედის.

ამჟამად ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0