06:20 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
გრიგორი კარასინი

კარასინი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

© AP Photo/ Salvatore Di Nolfi
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
6303

რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წლიდან არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც ზემოქმედებას ახდენს საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესაძლებლობაზე, აცხადებს რუსი დიპლომატი გრიგორი კარასინი

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობას უკავშირდება.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი სამშაბათს პრაღაში მოლაპარაკებების მორიგი შეხვედრა ტარდება. მსგავსი შეხვედრები 2008 წელს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის არაფორმალური დიალოგის ფორმატს წარმოადგენს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს მხოლოდ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე. ფორმატი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას არ ითვალისწინებს.

„უვიზო რეჟიმის (რუსეთის საქართველოსთან) საწინაღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ საქმე ისაა, რომ დღესდღეობით ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს“, — განუცხადა კარასინმა ქართველ ჟურნალისტებს მოლაპარაკებების დაწყების წინ.

რუსმა დიპლომატმა ევროკავშირის მიერ საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებას პოზიტიური ფაქტორი უწოდა. 

„საქართველომ ამ შედეგამდე ხუთი წელი იარა. საქართველომ ევროკავშირის ყველა დავალება შეასრულა… ჩვენ ჩვენი გეგმის მიხედვით მივდივართ, საქართველოს და რუსეთის ურთიერთობები სხვა სისტემით და სხვა ატმოსფეროში ვითარდება“, — აღნიშნა კარასინმა.

ამასთან ერთად მან იმედი გამოთქვა, რომ  ევროკავშირის გადაწყვეტილება „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებზეც აისახება, რადგან მათზე ევროპაში სამოგზაუროდ ნებისმიერი სახის ვიზის გაცემა გართულებულია.

კარასინის სიტყვების კომენტირებისას, ქართველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღებასა და დიპლომატიურ ურთიერთობებს შორის ვერანაირ კავშირს ვერ ხედავს.

 „დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას ან გამარტივებას შორის პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავთ. ამის დადასტურებაა ის ფაქტი, რომ ჩვენ რუსეთის მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი ყველანაირი დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე გავაუქმეთ“, — განუცხადა აბაშიძემ ჟურნალისტებს.

მან ასევე დაამატა, რომ გასულ წელს რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა, ხოლო სავიზო რეჟიმის სრული გაუქმების საკითხი რუსული მხარის პრეროგატივას წარმოადგენს.

ამჟამად რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში სტუმრობა ვიზების გარეშე შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქეებს კი რუსეთში წასასვლელად ვიზის მიღება უწევთ.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. ასე უპასუხა თბილისმა მოსკოვის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.

გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება წარმოადგენს. ამასთან ერთად საქართველო პროდასავლური პოლიტიკის გატარებას განაგრძობს.


მთავარი თემები