აბაშიძე და კარასინი რუსეთსა და საქართველოს შორის ტვირთების მონიტორინგზე იმსჯელებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე
საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსულ მხარესთან შეხვედრის დროს განსახილველი ძირითადი თემები დაასახელა.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი სამშაბათს პრაღაში შეხვედრის დროს საქართველო-რუსეთის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორიგის შეთანხმებაზე იმსჯელებენ.

რუსეთი და საქართველო უფრო ადრე შეთანხმდნენ მექანიზმის შექმნაზე, რომელიც შედგება საერთაშორისო მონიტორინგის სისტემისა და მონაცემთა გაცვლის ელექტრონული სისტემისგან. ტვირთების მონიტორინგი გათვალისწინებული საქართველო-რუსეთის საზღვარზე, მათ შორის ოფიციალური თბილისის მიერ არაკონტროლირებად მონაკვეთებზე — მდინარე ფსოუზე და როკის გვირაბთან.

„ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ საბაჟო კონტროლის ხელშეკრულებას. დიდი ხანია, ყველა მოსამზადებელი ეტაპი დავასრულეთ, ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე. ახლა რუსეთის მხარემ უნდა დაასრულოს შესაბამის კონტრაქტზე მუშაობა. მათ აქვთ 2-3 საკითხი გასარკვევი, ამაში ჩვენ შვეიცარიელი კოლეგები გვეხმარებიან. იმედია, შედეგი დადგება“, — განაცხადა აბაშიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე კარასინთან პატიმარ გიორგი გიუნაშვილის ბედს განიხილავს

ორმხრივ ხელშეკრულებას საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონელბრუნვის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების შესახებ საქართველოსა და რუსეთის მთავრობებმა ხელი 2011 წლის ბოლოს მოაწერეს. ამის ვალდებულება რუსეთის მხარემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე საქართველოს თანხმობის სანაცვლოდ აიღო. მონიტორინგი შვეიცარიულმა კომპანია SGS-მა უნდა განახორციელოს.

აბაშიძე ასევე აპირებს სოფელ დისევის მცხოვრების გიორგი გიუნაშვილის საკითხის დასმას, რომელსაც ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დე-ფაქტო ხელისუფლების მონაცემებით, გიუნაშვილი 2004 წლიდან თავის მშობლიურ სოფელში ქართული სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ფორმირების „თავდაცვის ჯგუფების“ საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობდა.

მას ასევე ბრალად ედება ხელყუმბარის აფეთქება 2007 წელს ცხინვალის რეგიონის სოფელ ხელჩუაში. გარდა ამისა, გიუნაშვილს ბრალად ედება 2008 წლის აგვისტოში საომარი მოქმედებების დროს „სამხრეთ ოსეთის სამხედროებზე“ თავდასხმა.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძემ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პირობები დაასახელა

„ბუნებრივია, ეს ვითარება, რაც შექმნილია გიუნაშვილის ირგვლივ, აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. ამას ყურადღების გარეშე, რაღა თქმა უნდა, ვერ დავტოვებ. ეს საკითხი ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა, წამოიჭრება მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში განსახილველი საკითხი“, — განაცხადა აბაშიძემ.

გარდა ამისა, აბაშიძე და კარასინი აპირებენ განიხილონ რიგი სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ჰუმანიტარული საკითხები.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრები დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის არაფორმალური დიალოგის ფორმატს წარმოადგენს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს მხოლოდ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე. ფორმატი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას არ ითვალისწინებს.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. ასე უპასუხა თბილისმა მოსკოვის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.

ყველა ახალი ამბავი
0