06:18 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა სურს

© Sputnik / Levan Avlabreli
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
9511

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კომენტარი გააკეთა რუსეთთან ამჟამინდელ ურთიერთობებსა და „გაზპრომთან“ დადებულ შეთანხმებაზე.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართულ-რუსული ურთიერთობები შეაფასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოდან შეწყდა. ასე უპასუხა თბილისმა მოსკოვის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.

ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში ტარდება.

აბაშიძე-კარასინის შეხვედრები დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის არაფორმალური დიალოგის ფორმატს წარმოადგენს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს მხოლოდ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე. ფორმატი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას არ ითვალისწინებს.

მოლაპარაკებები მნიშვნელოვანია

მარგველაშვილის განცხადებით, ბოლო დროს ურთიერთობები რუსეთთან არ შეცვლილა.

„რუსეთთან ურთიერთობები უწინდელ რეჟიმშია — სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში, რომელსაც რთული მხარეები აქვს. მხედველობაში მაქვს სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ის შეთანხმებები, რომლებიც ცხინვალის რეგიონთან და აფხაზეთთან გაფორმდა და რომლებიც პრობლემურია. არის პოზიტიური დინამიკა სავაჭრო ურთიერთობებში. სხვა მხრივ კი ჩვენი ურთიერთობები არ შეცვლილა“, — განაცხადა მარგველაშვილმა ტელეკომპანია „იბერიისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ამასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდეს.

„ჩემი პოზიცია რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ასეთია: ყოველთვის უნდა გამოიყენო მოლაპარაკებების მაგიდა. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრა უნდა მომზადდეს და მის მომზადებაში ყველა უწყება უნდა იყოს აქტიურად ჩართული. ჩვენ ორიენტირებული უნდა ვიყოთ შეხვედრაზე, რადგან მოლაპარაკებების მაგიდა პოლიტიკოსებისთვის ისაა, რაც პრობლემების გადაწყვეტის ან მათი გადაჭრის პირობების შექმნის შესაძლებლობას იძლევა“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტის სიტყვებით, დღის წესრიგში ასეთი შეხვედრა არ დგას.

 „გაზპრომთან“ შეთანხმება

მარგველაშვილმა „გაზპრომ–ექსპორტთან“ შეთანხმების შედეგების მიხედვით საქართველოს სუსტი პოზიციები აღნიშნა. მრავალი წლის შემდეგ საქართველო რუსული გაზის სომხეთში საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტისთვის თანხის აღებას დათანხმდა. მანამდე ქვეყანა მიწოდებული მოცულობის 10%-ს იღებდა. ოპოზიციამ ქვეყნის წამგებიანი პოზიციის გამო მთავრობა გააკრიტიკა.

„ნათლად გამოჩნდა, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგებით საქართველოს შესაძლებლობები შესუსტდა. მხედველობაში არ მაქვს კონტრაქტი. მე ვსაუბრობ ვითარებაზე, რომლის შედეგიც კონტრაქტი გახდა. ნათელი გახდა, რომ ჩვენი პოზიციები რაღაცაში შესუსტდა და ამჟამად ამ საკითხში კოორდინირებულად უნდა ჩავერთოთ“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

მისი განცხადებით, საქართველოს პრობლემა არა „გაზპრომთან“ კონტრაქტშია, არამედ იმაში, თუ როგორ დავიცვათ საკუთარი ინტერესები ასეთი ძლიერი და მნიშვნელოვანი მოთამაშის არსებობის პირობებში.

მთავარი თემები