03:35 24 აგვისტო 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2365
  • 100 RUB4.4581
  • USD2.9279
მოსკოვი

აბაშიძე: სწორი იქნება, თუ რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზებს გააუქმებს

© photo: Sputnik / Alexander Vilf
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
ქართულ-რუსული ურთიერთობები2018 (221)
8811

რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2000 წელს შემოიღო.

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. თუ რუსეთის ხელისუფლება საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს სწორი მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, მიაჩნია რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს.

ამ ეტაპზე რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში უვიზოდ მიმოსვლა შეუძლიათ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში შესასვლელად ვიზები მოეთხოვებათ.

„ის, რისი გაკეთებაც ჩვენი მხრიდან შეიძლებოდა, ჩვენ გავაკეთეთ და რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისთვის ვიზები არ სჭირდებათ. მათ შეუძლიათ აქ ერთი წლის განმავლობაში გაჩერდნენ“, — განაცხადა „Sputnik–საქართველოსთან“ აბაშიძემ.

დიპლომატმა დასძინა, რომ გასულ წელს რუსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა.

„ამან, გარკვეულწილად, გაცემული ვიზების რაოდენობა გაზარდა. თუ რუსულ მხარეს მომავალში სავიზო რეჟიმის გამარტივების ან სავიზო რეჟიმის მთლიანად გაუქმების თვალსაზრისით ნაბიჯის გადადგმის სურვილი ექნება, ჩვენ გავითვალისწინებთ, რომ ეს ნაბიჯი სწორი მიმართულებით იქნება გადადგმული“, — აღნიშნა დიპლომატმა.

ამასთან ერთად მან განმარტა, რომ ამ პროცესის გადაწყვეტის საკითხი მთლიანად რუსული მხარის პრეროგატივაა.

„ჩვენ არ შეგვიძლია მათთვის საკუთარი ნებისა და გადაწყვეტილების თავს მოხვევა. ვნახოთ, თუ რუსეთს ამის მზაოდყოფნა აქვს, ისინი ამის შესახებ, ალბათ, გვეტყვიან“, — განაცხადა აბაშიძემ.

მისი სიტყვებით, 2015 წელს საქართველოს მოქალაქეებზე რუსეთის 20-22 ათასი ვიზა გაიცა, გასულ წელს კი გაცილებით მეტი.

2015 წლის დეკემბერში რუსეთმა საქართველოსთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღო. ახალი წესების თანახმად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სამიგრაციო ორგანოებში გაფორმებული მიწვევა ექნება, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ჯერადობის კერძო, საქმიანი, ჰუმანიტარული თუ სამუშაო ვიზა — გარდა ტურისტულისა. ამასთან, მიწვევა შესაძლებელია გაფორმდეს რუსეთის მოქალაქის მიერ, მიუხედავად ნათესაობის ხარისხისა. პროცესის დაჩქარების მიზნით გასული წლის თებერვალში შემოიღეს მიწვევის ახალი სახეობა — ელექტრონული ფორმა.

2016 წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებაა, ამასთან საქართველო პროდასავლური პოლიტიკის გატარებას განაგრძობს.

თემები:
ქართულ-რუსული ურთიერთობები2018 (221)

მთავარი თემები