კვირიკაშვილი დავოსში პოროშენკოსთან მოლაპარაკებებს გამართავს

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, რომელიც დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს, რიგ შეხვედრებს გამართავს.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი ხუთშაბათს შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს, იუწყება საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

კვირიკაშვილის შეხვედრა პოროშენკოსთან თბილისის დროით 21:00 (ადგილობრივი დროით 18:00) საათზე დაიწყება.

მანამდე საქართველოს პრემიერი მოლაპარაკებებს გამართავს თავის სერბ და ხორვატ კოლეგებთან – ალექსანდრ ვუჩიჩთან და ანდრეი პლენკოვიჩთან.

გიორგი კვირიკაშვილი დავოსში - Sputnik საქართველო
კვირიკაშვილმა დავოსში აბრეშუმის გზის დიდ მნიშვნელობაზე ისაუბრა

2016 წლის ბოლოს კვირიკაშვილსა და პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურების საკითხები განიხილეს. მაშინ საქართველოს მთავრობის მეთაურმა პოროშენკო საქართველოში მოიწვია.

წლევანდელ, რიგით 47–ე ფორუმში, რომლის დევიზია „პასუხისმგებლიანი ლიდერობა“, მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერები, 50 ქვეყნის ათასამდე მსხვილი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს.

კვირიკაშვილი უკვე გამოვიდა სიტყვით სესიაზე „აბრეშუმის გზის გავლენა“ (The Silk Road Effect) და ისაუბრა, თუ როგორ ზეგავლენას ახდენს თანამედროვე აბრეშუმის გზის ფარგლებში განხორციელებული პოლიტიკური და ინფრასტრუქტურული ინვესტიცია ეკონომიკურ ზრდასა და ევროპისა და აზიის ჰარმონიზაციის პროცესებზე.

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, ტრადიციულად, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, მსოფლიო ბიზნესის ლიდერებს, მეცნიერებს, ეკონომისტებს, პოლიტოლოგებს მასპინძლობს.

საქართველოს დელეგაციას დავოსში, რომლის შემადგენლობაში არიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი გიორგი ბაჩიაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

ყველა ახალი ამბავი
0