საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

© FB / Георгий Маргвелашвилиგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა 16 სამხედრო მოსამსახურე გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო დროშის დღეს  16 სამხედრო მოსამსახურე გარდაცვალების შემდეგ  საქართველოს სახელმწიფო ორდენებითა და მედლებით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტის სასახლის ეზოში სახელმწიფო დროშის ეტალონური ნიმუში აღიმართა, რომლის პარამეტრები საქართველოს კანონმდებლობაშია დაფიქსირებული. 

„საქართველოს ყველა მოქალაქეს ვულოცავ დღევანდელ დღეს — დროშის დღეს! მაღლა აღმართული დროშა სახელმწიფოებრიობის სიმბოლოა, სიმბოლოა ამ სახელმწიფოში მცხოვრები ხალხის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების. ჩვენ ყველას დასანახად აღვმართავთ დროშას იმისთვის, რომ ვთქვათ — ჩვენ გვაქვს უნარი ვიყოთ თავისუფალი და დავიცვათ ეს თავისუფლება“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საქართველოს დროშის იცავდა. 

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: სტაბილური და ძლიერი საქართველო რეგიონში უსაფრთხოების გარანტია

„დროშისათვის და ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის ასი ათასობით ჩვენმა წინაპარმა დადო თავი, მოიტანა დღევანდელ დღემდე სახელმწიფო, რომელმაც გაუძლო ჭირსა და ვარამს, გაუძლო უძლიერესი მტრების შემოტევას. ჩვენ ყველას ნათლად ვამცნობთ იმ ძალას, რომელიც აღგვამართინებს ამ დროშას და ჩვენი სახელმწიფოს დაცვისა და გაძლიერების უნარს გვაძლევს”, — აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა განსაკუთრებულად აღნიშნა იმ ადამიანების ღვაწლი, რომლებმაც სახელმწიფო სამსახურს თავი შესწირეს. 

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ ადამიანების ღვაწლს, რომლებმაც ჩვენ თაობაში, ჩვენ რეალობაში თავი შესწირეს ჩვენი სახელმწიფოსა და დროშის სამსახურს, ვინც შეძლეს ურთულეს ვითარებაში შეენარჩუნებინათ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვინც იბრძოდა იმისთვის, რომ თბილისის თავზე სწორედ საქართველოს დროშა ფრიალებდეს, რომ საქართველოს კუთხეები იყოს ამ დროშით გაერთიანებული", — ხაზი გაუსვა მარგველაშვილმა.

2004 წლის 14 იანვარს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი "სახელმწიფო დროშის შესახებ". 

© FB/ Giorgi Margvelashviliგიორგი მარგველაშვილმა დაღუპულ გმირთა ახლობლებს ორდენები და მედლები გადასცა.
გიორგი მარგველაშვილმა დაღუპულ გმირთა ახლობლებს ორდენები და მედლები გადასცა. - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილმა დაღუპულ გმირთა ახლობლებს ორდენები და მედლები გადასცა.

მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ დაღუპულ გმირთა ახლობლების ორდენებითა და მედლებით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.  

საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში (RSM) მონაწილეობის დროს გამოვლენილი მამაცობისა და თავდადებისათვის, საერთაშორისო უსაფრთხოების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისათვის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით სიკვდილის შემდეგ დააჯილდოვა.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა უფროსი ლეიტენანტი სერგო გუჯეჯიანი. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდნენ უფროსი ლეიტენანტები თენგიზ აბსანძე, ვახტანგ ფარცვანია, მერაბ კვინიკაძე, რიგითები ნიკოლოზ (ნიკოლაი) გერაშენკო, რუსლან გვასალია, გიორგი შენგელია, ოჩამჩირის 24-ე ბრიგადის მებრძოლი ჭიჭიკო დადვანი, შინაგანი ჯარების ზემდეგები ლილი თაკვარელია, გურამ ხადური, კაკო ხადური, სოხუმის ცალკეული ასეულის სამხედრო მოსამსახურე სერგეი კვარაცხელია და სამხედრო პოლიციის ზემდეგი ხვიჩა ლემონჯავა.

 მედლით „ მხედრული მამაცობისთვის“ გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგანი ჯარების ზემდეგი მამუკა კოკაია და რიგითი კახა სამადალაშვილი.


ყველა ახალი ამბავი
0