02:28 23 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერი ირანის ექს-პრეზიდენტის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს

© FB / Георгий Квирикашвили
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
901

საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რაფსანჯანი საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში აქტიურად უჭერდა მხარს ჩვენს ქვეყანას.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ირანის ყოფილ პრეზიდენტ აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. ირანის ექს-ლიდერი 8 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც გულის შეტევით მოათავსეს. პოლიტიკოსი 82 წლის იყო.

„აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი აქტიურად ედგა გვერდში საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში. მისი წვლილი, დამოუკიდებელი საქართველოსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, ძალიან ფასეულია. მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი ღრმა მწუხარება აიათოლა აქბარ ჰაშემი რაფსანჯანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით", — ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმრის წერილში.

რაფსანჯანი ირანის პრეზიდენტი 1989-1997 წლებში იყო. ბოლო დროს ის მიზანშეწონილობის საბჭოს ედგა სათავეში.

 

 

მთავარი თემები