1 იანვრიდან თამბაქოზე, ნავთობპროდუქტებზე და ავტომობილებზე აქციზი გაიზარდა

© FB / Denis Shapiroთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობა შემოსული გადასახადების ხარჯზე ბიუჯეტის საერთო შემოსულობების 548 მლნ ლარით გაზრდას ისახავს მიზნად.

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. 2017 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა „საგადასახადო კოდექსში" შესული ცვლილებები, რომელიც სათამაშო ბიზნესზე, ავტომობილების იმპორტზე, ბენზინსა და თამბაქოზე აქციზის გადასახადის გაზრდას გულისხმობს.

გადასახადების გაზრდა საქართველოს მთავრობის გეგმის ნაწილია, რომელიც ეროვნული ვალუტის განმტკიცებასა და სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებითი თანხების მოზიდვის მცდელობას ითვალისწინებს.

საახალწლოდ მორთული თბილისის ქუჩები - Sputnik საქართველო
საქართველოში 2017 წლიდან გაიზრდება გადასახადები სიგარეტზე, ბენზინსა და ავტომობილებზე

რაც შეეხება ავტომობილების ექსპორტზე აქციზს, საქართველოში ის სატრანსპორტო საშუალების გამოშვების წელსა და ძრავის მოცულობაზე. აქედან გამომდინარე, 2017 წლის 1 იანვრიდან ის ძრავის კუბურ სანტიმეტრზე საშუალოდ 0,2-დან 1,5 ლარამდე გაიზარდა. ყველაზე მეტი ხარჯი იმ ავტომობილების იმპორტი იქნება, რომელთა გამოშვების წელი 14 წელზე მეტია.

რაც შეეხება ნებისმიერი წლის გამოშვების ჰიბრიდულ ავტომობილებს, მათი აქციზის გადასახადი პირიქით 60%-ით შემცირდა.

„საგადასახადო კოდექსში“ შესული ცვლილებები განსაკუთრებით მტკივნეული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტიორებისთვის იქნება — 2017 წლის 1 იანვრიდან ასეთი ავტომობილების შემოყვანაზე აქციზი სამმაგი ოდენობის იქნება.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტი დამტკიცებულია

ასევე, ავტომობილის მფლობელები, ვისი წლიური შემოსავალიც 40 ათას ლარზე მეტია, გადაიხდიან 60–დან 500 ლარამდე ოდენობის გადასახადს (ავტომობილის გამოშვების წლის მიხედვით). ყველაზე ძვირი ახალი ავტომობილების მფლობელებისთვის იქნება.

რაც შეეხება აქციზს ნავთობროდუქტებზე, ის 1000 კუბურ მეტრ თხევად აირზე 120 ლარით და 1 ტონა შემოტანილ ნავთობპროდუქტებზე, მათ შორის ბენზინზე, დიზელსა და მანქანის ზეთებზე, ზუსტად რჯერ გაიზრდება. ამჟამად თხევადი გაზის ღირებულება 80–დან 120 ლარამდეა.

ახალი წლიდან აქციზი ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე 0,6 ლარით გაიზრდება და 1,7 ლარი გახდება, ხოლო უფილტრო სიგარეტზე – 0,3 ლარით და 0,6 ლარი გახდება.

გადასახადების გაზრდა შეეხება ასევე კაზინოებსა და ტოტალიზატორებს.

ელექტრონული ტოტალიზატორების მფლობლები განაკვეთის თანხიდან 5–ის ნაცვლად 10%–ს გადაიხდიან.

გაიზრდება ასევე მოსაკრებელი სათამაშო ბიზნესისთვის. თითოეულ სათამაშო მაგიდაზე კაზინოს მფლობელებმა კვარტალში ერთხელ 20 ათასიდან 40 ათას ლარამდე უნდა გადაიხადონ (ნაცვლად 15–დან 30 ათასამდე ლარისა), ხოლო თითოეულ სათამაშო აპარატზე – 2–დან 4 ათას ლარამდე (ნაცვლად 1,5–დან 3 ათასამდე ლარისა).

ყველა ახალი ამბავი
0