„გირჩმა“ პირობა შეასრულა – პარტიის ოფისში მარიხუანა დათესეს

© photo: Sputnik / Ilya Xludenev / გადასვლა მედიაბანკშიმარიხუანა
მარიხუანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „გირჩმა“ თავისი პირობა შეასრულა და 31 დეკემბერს პარტიის ოფისში მარიხუანა დათესა.

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. პარტიამ „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ პირობა შეასრულა და ახალი წლის ღამეს – 31 დეკემბერს პარტიის ოფისში მარიხუანა დათესა.

ეს არის თავისუფლებისთვის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისთვის და არა მარიხუანას მოწევისთვის ბრძოლა, განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

ველური მარიხუანა - Sputnik საქართველო
ახალი წელი და მარიხუანა: „გირჩი“ სპონსორებს ეძებს

მან აღნიშნა, რომ ისინი შეგნებულად არღვევენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლს (265–ე მუხლი. სასჯელი 6–დან 12 წლმდე პატიმრობას ითვალისწინებს) და ამ დარღვევაზე თითოეული პირი ინდივიდუალურად აგებს პასუხს – თითოეულ ქოთანზე იმ პირის გვარი იქნება მითითებული, რომელიც დათესავს მარიხუანას. 

როგორც ტელეკომპანია „რუსთავი2“ იუწყება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

„გირჩი“ მარიხუანის მოხმარების სრულ ლეგალიზაციას ემხრობა. ამ საკითხისადმი ყურადღების მიპყრობის მიზნით „გირჩმა“ 31 დეკემბერს დაუმორჩილებლობის აქციის ჩატარება ჯერ კიდევ ნოემბერში დააანონსა. ისინი მოითხოვდნენ, რომ მთავრობას  ახალ წლამდე შეეცვალა ნარკოტიკებთან დაკავშირებული კანონმდებლობა – მარიხუანის და მისგან დამზადებული პროდუქტების მოხმარება და მარიხუანის კულტივირება და შენახვა პირადი მოხმარებისთვის გამხდარიყო ლეგალიზებული.


ყველა ახალი ამბავი
0