ახალი წელი და მარიხუანა: „გირჩი“ სპონსორებს ეძებს

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიველური მარიხუანა
ველური მარიხუანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპონსორები ოპოზიციურ პარტიას „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ დაუმორჩილებლობის აქციის ჩატარებისთვის სჭირდება.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“, რომელმაც ახალი წლის ღამეს მარიხუანის დათესვის პირობა დადო, აქციის ჩატარებისთვის სპონსორებს ეძებს. 

„გირჩი“ მარიხუანის მოხმარების სრულ ლეგალიზაციას ემხრობა. ამ საკითხისადმი ყურადღების მიპყრობის მიზნით „გირჩმა“ 31 დეკემბერს დაუმორჩილებლობის აქციის ჩატარება დააანონსა. ის ახალი წლის ღამეს საკუთარ ოფისში მარიხუანის დათესვას აპირებს. მათ უკვე დაიწყეს თანამზრახველების შეკრება, რომლებიც მზად არიან, სისხლის სამართლის კოდექი შეგნებულად დაარღვიოონ.

„2016 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის საღამოს, თბილისში, „გირჩის“ ოფისში მსოფლიოში პირველად, პირდაპირ ეთერში, საჯაროდ დაითესება კანაფი. თქვენი წარმატებული და ხანგრძლივი ცხოვრების ბოლოს სულ რამდენიმე, მართლაც უნიკალური ამბავი გექნებათ გასახსენებელი“, აღნიშნულია პარტიის „ფულიანი ხალხისადმი“ მიმართვაში, რომელიც განთავსებულია მათ „ფეისბუქის“ გვერდზე.

აქცია მარიხუანის ლეგალიზაციის მოთხოვნით - Sputnik საქართველო
"გირჩი" სთხოვს საქართველოს პრემიერს მარიხუანას დათესვაში ხელი არ შეუშალოს

როგორც პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ამ მიმართვით პარტია პოლიტიკური ორგანიზაციების ქმედებების დასავლურ მოდელზე გადადის. უფრო ადრე პარტიამ საქართველოსთვის ტრადიციულ ფორმაზე უარი თქვა და „Facebook–პარტია“ გახდა. პარტიის ლიდერები არ მართავენ ბრიფინგებს და მომხრეებს ონლაინ–რეჟიმში მიმართავენ. 

„ჩვენ შეიძლება დაგვაპატიმრონ და ჩაგვსვან ან იგნორირება გაგვიკეთონ. მეორე შემთხვევაში ჩვენთან ოფისში, უბრალოდ, გაიზრდება მარიხუანა და ყველა ჟურნალისტი, რომელიც მოვა, ნახავს მას… და თითოეულ ტელევიზორში ჩვენ ვიქნებით, რომლებიც მარიხუანის პლანტაციის ფონზე კომენტარებს ვაძლევთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მარიხუანისა და მისი შემცველი პროდუქტების, როგორც სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება, პირველი დაპატიმრების შემთხვევაში ადმინისტრაციულ, ხოლო განმეორებითი დაპატიმრების შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს, რაც ჯარიმით ან გამოსაწორებელი სამუშაოებით ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის "ალტერნატივა ჯორჯიას" და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში 4,8 ათასი გამოკიხულიდან მარიხუანა ერთხელ მაინც გასინჯული აქვს 15,9%. საქართველოში მამაკაცებს შორის მარიხუანას მოხმარების ასაკი —19-22 წელია, ქალებს შორის კი — 20-22.  მარიხუანის მომხმარებელ მამაკაცებს შორის მინიმალური ასაკია 12 წელი, ქალებს შორის-17.


ყველა ახალი ამბავი
0