პრეზიდენტი: საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან დიალოგის მომხრეა

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რუსეთთან დიალოგი რაციონალურ კალაპოტში გადავიდეს.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობებში მოქმედებს გამომდინარე იქიდან, რომ მნიშვნელოვანია მშვიდობისა და დიალოგის შენარჩუნება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბრიტანულ საინფორმაციო სააგენტო Reuters-თან ინტერვიუში.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. ამჟამად ქვეყნებს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრების ფარგლებში წარმოებს.

ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძემ ახსნა, რატომ არის შეუძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთი უნდა იყოს ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინონ მისმა მეზობლებმა, ასევე საერთაშორისო მოთამაშეებმა. ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან მიმართულია დიალოგის რაციონალურ დისკუსიაში გადაყვანის პოლიტიკის, მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკისკენ“, — განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობები მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შემთხვევაშია შესაძლებელი.

რუსეთთან ურთიერთობების გარკვეული ნორმალიზება 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ დაიწყო. მას მერე აქტიურად ვითარდება სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები.

ყველა ახალი ამბავი
0