საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსმა თავისი მოადგილეები წარადგინა

© Fb / Минобороны Грузииგენშტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავისი მოადგილეები წარადგინა
გენშტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავისი მოადგილეები წარადგინა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები გახდნენ ნიკოლოზ ჯანჯღავა, ზაზა ჩხაიძე და შალვა ჯაბახიძე.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები გახდნენ პოლკოვნიკები ნიკოლოზ ჯანჯღავა, ზაზა ჩხაიძე და შალვა ჯაბახიძე, აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ცნობაში.

თავისი მოადგილეები წარადგინა გენშტაბის ახალმა უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. მანამდე გენერალურ შტაბს გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ხელმძღვანელობდა, რომლის უფლებამოსილების ვადა 22 ნოემბერს ამოიწურა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ჯანჯღავა კურირებას გაუწევს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან ურთიერთობების გაღრმავებას. პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე შტაბის ყველა “J” დეპარტამენტის მუშაობაზე იქნება პასუხისმგებელი.

ვლადიმერ ჩაჩიბაია - Sputnik საქართველო
შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის უფლებამოსილების გადაცემის ცერემონია გაიმართა

გენერალური შტაბის უფროსის მესამე მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე კურირებას გაუწევს სამანევრო, უზრუნველყოფისა და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების მუშაობას.

პოლკოვნიკ ნიკოლოზ ჯანჯღავას სამხედრო კარიერის დაწყებამდე დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. პოლკოვნიკ ჯანჯღავას სამხედრო განათლება მიღებული აქვს აშშ-ის არმიის გენერალური შტაბის აკადემიაში. 2012 წელს აშშ-ის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის მაგისტრის ხარისხიც მიიღო სტრატეგიულ მეცნიერებაში. გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილედ დანიშვნამდე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დემარტამენტის უფროსად მუშაობდა. ჯანჯღავა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან მსახურობს.

პოლკოვნიკი ზაზა ჩხაიძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული აკადემიის კურსდამთავრებულია. გავლილი აქვს საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიის სამეთაურო-საშტაბო კურსი (CGSC). მას ასევე დამთავრებული აქვს აშშ-ის არმიის კოლეჯი. გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე წარდგენამდე პოლკოვნიკი ჩხაიძე J-2 დაზვერვის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ჩხაიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1994 წლიდან მსახურობს.

გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ შალვა ჯაბახიძეს სხვადასხვა დროს დამთავრებული აქვს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემიის საარტილერიო და სახმელეთო ჯარების სამეთაურო-ტაქტიკური ფაკულტეტები. 2008 წელს ლიტვის სამხედრო აკადემიაში კაპიტნის საკარიერო კურსი გაიარა. ის ჯორჯ მარშალის სახელობის უსაფრთხოების კვლევების ეროვნული ცენტრის უსაფრთხოების, სტაბილურობის, ტრანზაქციის და რეკონსტრუქციის კურსის მსმენელიც იყო. გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნამდე პოლკოვნიკი ჯაბახიძე სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი იყო. ჯაბახიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1998 წლიდან მსახურობს.

ყველა ახალი ამბავი
0