საქართველოს ახალ მთავრობას კვირის ბოლოს დაამტკიცებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი
საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი მთავრობის დასამტკიცებლად კენჭისყრა შაბათს, პლენარული სხდომის დროს გაიმართება.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე კენჭისყრა პარლამენტში შაბათს გაიმართება, აღნიშნულია საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პარლამენტში უკვე შევიდა მთავრობის პროგრამა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის კანდიდატთა სია გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით.

მინისტრთა კაბინეტი - Sputnik საქართველო
მინისტრების უმრავლესობა მთავრობაში თანამდებობებს შეინარჩუნებს

დეპუტატები მინისტრობის კანდიდატებთან შეხვედრებს საკომიტეტო სხდომების ფორმატში ხუთშაბათს დაიწყებენ. პარასკევს ისინი ფრაქციების წინაშე გამოვლენ, ხოლო შაბათს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, რომელზეც დეპუტატებმა მთავრობის ახალ შემადგენლობას უნდა უყარონ კენჭი.

კვირიკაშვილმა მომავალ მთავრობაში ძველი მინისტრების უმეტესობის დატოვება გადაწყვიტა. ცვლილებები შეეხო მხოლოდ ეკონომიკურ ბლოკს.

საქართველოს მთავრობას გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით უფლებამოსილება 18 ნოემბერს, მეცხრე მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ შეუწყდა. მომდევნო დღეს პრეზიდენტმა კვირიკაშვილი პრემიერის თანამდებობაზე წარადგინა.

„ძალიან ღირსეული გუნდია წარმოდგენილი და ცვლილებები, რაც კაბინეტში მოხდა, შეესაბამება იმ პრიორიტეტებს, რომლებიც აქცენტირებული იყო ჩვენ წინასაარჩევნო პროგრამაში — სწრაფი ეკონომიკური განვითარება. კონსულტაციები საპარლამენტო ფორმატში ამ კვირაშივე გაიმართება და ვეცდებით უმოკლეს დროში მოხდეს მინისტრთა კაბინეტის დამტკიცება“, — განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მინისტრთა ახალ კაბინეტს მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო ოპოზიცია.

„ამ ადამიანებმა ოთხი წლის განმავლობაში ვერ შეძლეს დაედოთ პოზიტიური შედეგი, ვერ შეძლეს ქვეყანა წაეყვანათ წინ და ვერ შეძლეს შეესრულებინათ ის დაპირებები და მოლოდინი, რომელიც ხალხს გააჩნდა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ამიტომ არანაირი საფუძველი არ არსებობს ვივარაუდოთ, რომ 2016 წლის შემდეგ რამე შეიცვლება“, — განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0