„რუსთავი 2“-ის საქმეს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს

© photo: Sputnik / Andrei Starostinკანონი და მართლმსაჯულება
კანონი და მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ირწმუნება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლას ახდენდნენ.

თბილისი, 23 ნოემბერი — Sputnik. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე განსახილველად საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა, რაც ტელეკომპანიის ხელმძღვანელობას არ მოეწონა.

„რუსთავი 2“-ის საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ტელეკომპანიის მფლობელების ადვოკატების საჩივრის განხილვისას მიიღო. ადვოკატებმა ივლისში გაასაჩივრეს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება ტელეარხის ყოფილი მფლობელის ქიბარ ხალვაშისა და მისი კომპანია „პანორამისთვის“ დაბრუნების შესახებ.

„ამ გადაწყვეტილების ანატომია, პრინციპში, ჩემთვის გასაგებია… მათზე იყო უმძიმესი ზეწოლა. პრაქტიკულად ჰქონდათ მიღებული გადაწყვეტილება ქვედა ინსტანციაში დაბრუნების შესახებ, თუმცა სასამართლოს შიგნით არსებულმა ძალებმა, რომლებიც დიდ პალატაში შედიან, მათ ამის ნება არ მისცეს“, — განაცხადა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
ნიკა გვარამია მხარდაჭერებს „რუსთავი 2“-ის დაცვისკენ მოუწოდებს

პირველი სხდომის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება 2017 წლის 25 იანვრამდე უნდა გამოიტანოს.

დიდი პალატის თავმჯდომარეა უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელი ნინო გვენეტაძე. შემადგენლობაში შევლენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც აქამდე ტელეკომპანიის საქმეს განიხილავდნენ — ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე და ბესარიონ ალავიძე.

„რუსთავი 2“-ის საქმის სასამართლო გარჩევა უკვე წელიწადზე მეტია მიმდინარეობს.

ამჟამად „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეები არიან ლევან ყარამანაშვილი (22%), გიორგი ყარამანაშვილი (18%), შპს „ტელეკომპანია საქართველო“ (51%) და ნინო ნიჟარაძე (9%).

ყველა ახალი ამბავი
0