დეპუტატი: პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნისთვის საფრთხის შემცველია

© photo: courtesy of parliamentპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 50 საარჩევნო ოლქიდან მინიმუმ 46-ში უნდა გაიმარჯვოს.

თბილისი, 18 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ აღებული საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნისთვის საშიში იქნება, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ.

საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად მმართველმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში 50 საარჩევნო ოლქიდან მინიმუმ 46-ში უნდა გაიმარჯვოს. მეორე ტურის კენჭისყრა 30 ოქტომბერსაა დაგეგმილი. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართა.

„ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობა როგორც ქვეყნისთვის, ისე იმ პარტიისთვისაა საშიში, რომლის ხელშიც ასეთი უმრავლესობა აღმოჩნდება. საფრთხე მდგომარეობს იმის განცდაში, რომ ახლა ყველაფრის გაკეთება, მათ შორის კონსტიტუციის შეცვლაც შეიძლება, და რამდენად შეძლებს „ქართული ოცნება“ ამ გამოცდის ჩაბარებას, დრო გვიჩვენებს“, — განაცხადა ხმალაძე ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში.  

წინასაარჩევნო პლაკატები - Sputnik საქართველო
არჩევნების მეორე ტური: კონკურენტების იმედები

ვახტანგ ხმალაძე „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელია. „რესპუბლიკელებმა“ საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვეს „ქართული ოცნების“ კოალიცია. საპარლამენტო არჩევნებამდე მმართველი პარტიის კოალიცია საბოლოოდ დაიშალა, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებზე სხვა პარტიებისგან დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა: 77 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 73 — მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. სულ პარლამენტში 150 ადგილია. 

პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების მონაცემებით, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,67% დააგროვა, ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,11%, ხოლო საარჩევნო ბლოკმა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ – 5,01%.

რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქებს, მეორე ტური 73 ოლქიდან 50-ში ჩატარდება. 23 ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე გაიმარჯვა.  

ყველა ახალი ამბავი
0