გივი თარგამაძეს გამოძიების ობიექტურობაში ეჭვი ეპარება

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი თარგამაძე
გიორგი თარგამაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გივი თარგამაძე ავტომობილის აფეთქების საქმის გამოძიებას „ტერორიზმის“ მუხლით მოითხოვს. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლით „განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში“.

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე ირწმუნება, რომ მისი ავტომობილის აფეთქებასთან დაკავშირებით საგამოძიებო ორგანოების ქმედებები წინასაარჩევნო კამპანიას უკავშირდებოდა, ახლა კი მათ ინტერესი დაკარგეს.

გივი თარგამაძის ავტომობილი 4 ოქტომბერს თბილისის ცენტრში ააფეთქეს. აფეთქების დროს მანქანაში დეპუტატი და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, რამდენიმე გამვლელი კი სერიოზულად დაშავდა.

„ის, რასაც ჯერჯერობით ვხედავ, არ მაძლევს საფუძველს, ვენდო ან არ ვენდო გამოძიებას. ახლა საქმის გახსნაზე საუბარი არ შეიძლება, ისინი ახლოსაც არ არიან ამასთან. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი იმდენად წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო, რომ ინტერესი დაკარგეს… მაგალითად, უნდა ჩაატარონ სამედიცინო ექსპერტიზა, მაგრამ ამას ხან იხსენებენ, ხან ივიწყებენ“, — განაცხადა თარგამაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში. 

გივი თარგამაძე - Sputnik საქართველო
თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე ბრალდებულები გამოავლინეს

პოლიციამ რამდენიმე სპეცოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად ცნობილი გახდა სავარაუდო ბრალდებულის დავით ხეჩუაშვილის ვინაობა. საინფორმაციო საშუალებებმა მოგვიანებით განაცხადეს, რომ ის საქართველოს შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელია. ხეჩუაშვილის მშობლებმა განაცხადეს, რომ მას თარგამაძის ავტომობილის აფეთქება არ შეეძლო, რადგან აფეთქების დროს საქართველოდან უკვე ხუთი დღის წასული იყო. ბრალდება მას დაუსწრებლად წარედგინა.

თარგამაძემ აღნიშნა, რომ გამოძიებას მეტად ენდობა, თუ საქმეს „ტერორისტული აქტის“ კვალიფიკაცია მიენიჭება. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლით „განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში“.

„უნდა მოხდეს მუხლის გადაკვალიფიცირება და მას ტერაქტის კვალიფიკაცია უნდა მიენიჭოს“, — განაცხადა თარგამაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამოძიებამ მხოლოდ ახლა მოითხოვა პარტიის ოფისისა და კიდევ სხვა 50 სათვალთვალო კამერის ჩანაწერები.

„ჩანაწერებს მხოლოდ ახლა იღებენ. რომელ საქმის გახსნაზეა საუბარი?!“ — აღნიშნა თარგამაძემ.

ავტომობილის აფეთქების საქმეზე დააკავეს კიდე ერთი პირი — ბ. ჩ., რომელიც იარაღისა და ფეთქებადი ნივთიერების უკანონო შენახვაშია ბრალდებული. 

ყველა ახალი ამბავი
0