ბურჯანაძე არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს

© photo: Sputnik / Denis Aslanovნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის პარტია „დემოკრატიული მოძრაობა“ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმების ხელახლა დათვლას მოითხოვს.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე არჩევნების შედეგებს იმ დრომდე არ აღიარებს, სანამ რამდენიმე საარჩევნო უბანზე ბიულეტენები ხელახლა არ დაითვლება.

8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, საარჩევნო ბლოკმა „ნინო ბურჯანაძე — დემოკრატიული მოძრაობა“ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ვერ მოხვდა. მან მხოლოდ ხმათა 3,53%-ის დაგროვება შეძლო. თუმცა, ბლოკმა აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ხმების 6,08% მიიღო და საბჭოს შემადგენლობაში შევიდა.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძემ ხელისუფლებას მარნეულში ვითარების მოგვარებისკენ მოუწოდა

„სამწუხაროდ, საოლქო კომისიების აბსოლუტურმა უმრავლესობამ უარი გვითხრა გადათვლის პროცესზე და გადაგვამისამართა სასამართლოში, რომელიც, კარგად ვიცით, რომ არ არის თავისუფალი და დამოუკიდებელი“, — განაცხადა ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე.

პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ვიდრე არ დაკმაყოფილდება მათი სარჩელები და არ მოხდება უბნების ხელახლა დათვლა, არჩევნების ლეგიტიმურობა აღიარებული არ იქნება.

ბურჯანაძე ირწმუნება, რომ პოლიტიკურ გაერთიანებას მთელი ქვეყნის მასშტაბით უფრო მეტი მომხრე ჰყავს, ვიდრე ეს არჩევნების შედეგებმა აჩვენა. ის მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შეთანხმდნენ და ოპოზიციური პარტიების ხმები გადაინაწილეს.

საპარლამენტო არჩევნები - Sputnik საქართველო
გამეორებითი არჩევნები, შესაძლოა, ოთხ უბანზე ჩატარდეს

ცესკოს ბოლო მონაცემებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,67%-ს აგროვებს, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — 27,11%-ს. პარლამენტში ასევე შედის ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც მინიმალური 5%-იანი ზღვარი გადალახა.

რაც შეეხება ერთმანდატიან ოლქებს, მეორე ტური 73 ოლქიდან 50-ში ჩატარდება. 23 ოლქში მმართველმა პარტიამ უკვე გაიმარჯვა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა: 77 დეპუტატი პროპორციული, ხოლო 73 — მაჟორიტარული სისტემით აირჩევა.

ყველა ახალი ამბავი
0