ნარკომანები საქართველოს პარლამენტის წევრები ვერ გახდებიან

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტიკოსები, რომლებმაც, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში გაიმარჯვეს, მაგრამ თუ ნარკომანობა დაუდგინდებათ, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ვერ შევლენ.

თბილისი, 14 ოქტომბერი — Sputnik. დეპუტატობის ყველა ის კანდიდატი, ვინც, წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და საკანონმდებლო ორგანოში ადგილი მოიპოვა, ვალდებულია, 14 ოქტომბრიდან ნარკოლოგიური შემოწმება გაიაროს, ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

არჩევნები - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 2 ნოემბრამდე გაიმართება

„საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელი, ხოლო თუ ეს პირი შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ არჩეულად გამოაცხადა, საქართველოს პარლამენტს უფლება არა აქვს, სცნოს მისი უფლებამოსილება“, — ნათქვამია საარჩევნო კოდექსის 111-ე მუხლის მე-3 პუნქტში.

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ კლინიკებიდან მიიღებს, რომლებსაც ცესკოსგან წინასწარ მიეცათ უფლება შესაბამისი შემოწმების ჩატარების თაობაზე.

თუ კანდიდატი ნარკოლოგიურ შემოწმებას ვერ გაივლის ან უარს იტყვის პროცედურაზე, პარლამენტში მისი სადეპუტატო უფლებამოსილება ცნობილი არ იქნება.

დღეისათვის ნარკოლოგიური შემოწმების გავლა ეკუთვნით პროპორციული სიით გასულ 77 და ასევე ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებულ 23 კანდიდატს. აქედან 67 „ქართული ოცნების“ კანდიდატია, 27 — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა, ხოლო კიდევ 6 — ბლოკ „პატრიოტთა ალიანსის“.

ყველა ახალი ამბავი
0