ვახტანგ ხმალაძე: მიუხედავად რიგი დარღვევებისა, 2016 წლის არჩევნები ლეგიტიმურია

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საარჩევნო ვნებათაღელვა მინავლების პროცესშია, არ გამართლდა რევოლუციური სცენარების მოლოდინი. ზოგმა პოლიტიკურმა სუბიექტმა – თავისუფალმა დემოკრატებმა, რესპუბლიკელებმა არსებული რეალობა აღიარა და მომავალი ბატალიებისთვის დაიწყო მზადება.

ამავე დროს არჩევნებისადმი ინტერესი ჯერაც აქტუალურია. რესპუბლიკური პარტიის წევრი ვახტანგ ხმალაძე Sputnik-ის კორესპონდენტთან საუბრისას განვლილ პროცესებს აფასებს.

– ბატონო ვახტანგ, როგორ შეაფასებთ განვლილ არჩევნებს? საზოგადოებაში, როგორც ყოველთვის, აზრთა სხვადასხვაობაა, ნაწილს მიაჩნია, რომ იყო ტოტალური გაყალბება, ხოლო მეორე მხარე მას ლამის იდეალურს უწოდებს.

— არჩევნების შეფასება ხდება არა მხოლოდ იმ 8 ოქტომბრის მიხედვით, არამედ ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემოდან მოყოლებული, და ის უნდა შევადაროთ საქართველოში გამართულ ადრინდელ არჩევნებს. 2012 წლის და მანამდე არსებულთან შედარებით ეს არჩევნები ბევრად უფრო დემოკრატიული იყო. აქ მხედველობაში მიიღება არჩევანის თავისუფლება, ექსცესები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ა.შ. ამ კუთხით წინსვლა აშკარაა. თუმცა, 2012 წლის შემდგომ ადგილობრივ არჩევნებთან და საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით მდგომარეობა უარესობისკენ იცვლება, მაგრამ არა იმდენად, რომ ვილაპარაკოთ გაყალბებაზე.

IRI - Sputnik საქართველო
IRI: არჩევნები საქართველოში იდეალური არ ყოფილა

მოგეხსენებათ, არსებობს საარჩევნო კანონი და თუ ამ კანონით მივუდგებით, მიუხედავად იმისა, რომ მოხდა სისხლის სამართლის დანაშაული, იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და მთელი რიგი სხვა დარღვევები, ეს არ იძლევა იმის საბაბს, რომ ვისაუბროთ ტოტალურ გაყალბებაზე. ცესკომ იხელმძღვანელა კანონის შესაბამისად და ყველა დარღვევაზე შესაბამისი რეაქცია მოახდინა. ანუ იმ რანგის დარღვევა, რომელიც გვაძლევს უფლებას, რომ არჩევნების გაუქმებაზე ვისაუბროთ, არ არსებობს. ამბობენ, რომ იყო მოსყიდვის ფაქტები. მიაქციეთ ყურადღება, „ამბობენ“, ეს კი არ არის სამართლებრივი სტატუსი. ამას სჭირდება დამტკიცება, რაც, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ არჩევნები ჩატარდა კანონის ფარგლებში და ის ლეგიტიმურია. უნდა მივიღოთ რეალობა ისე, როგორც არის და ვიფიქროთ მომავალზე.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები შეაფასა

– რა გეგმები აქვს „რესპუბლიკურ პარტიას“, აგრძელებთ აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, თუ, ზოგი პოლიტიკური სუბიექტივით, „კულისებში“ გადაინაცვლებთ?

— რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ აქტიურ პოლიტიკაში ყოფნას. ჩვენი პარტია უარეს სიტუაციაშიც ყოფილა. ახლა ცხელ გულზე გადაწყვეტილების მიღება არ არის სწორი, რადგან, დიდი ალბათობით, ეს გადაწყვეტილება იქნება მცდარი. დავსხდებით, გავაანალიზებთ, ვიმსჯელებთ, სად დავუშვით შეცდომა, ყველაფრის სხვისთვის გადაბრალება ჩვენი სტილი არ არის. რა თქმა უნდა, იყო ჩვენი შეცდომები. სწორედ მათ აღმოფხვრაზე ვიმუშავებთ და ცოტა ხანში საზოგადოებასაც ჩავაყენებთ საქმის კურსში.

საია, ანა ნაცვლიშვილი - Sputnik საქართველო
საია: სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სამაგალითოდ ჩატარებული არჩევნები

– თქვენი აზრით, რამდენად რეალური რიცხვია სამ მილიონნახევარზე მეტი ამომრჩეველი საქართველოსთვის?

— უნდა გაგახსენიოთ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში საქართველო ითვლებოდა ყველაზე ბებერ ერად. შუახანს გადაცილებულ ადამიანთა რაოდენობა გაცილებით მეტი იყო. მსგავსი პრობლემა იდგა და დგას დღეს ევროპაშიც, მას ბებერ და მილევად კონტინენტს ეძახიან. მხოლოდ მაჰმადიანურ ქვეყნებსა და ჩინეთს არ უდგას ეს პრობლება, სადაც ახალშობილთა წილი დიდია. ჩვენ შემთხვევაში არის კიდევ ერთი და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც არსებული დისბალანსი გამოიწვია. მოგეხსენებათ, მილიონზე მეტი ქართველი გასულია ქვეყნიდან, ისინი კვლავ რჩებიან საქართველოს მოქალაქეებად, მაგრამ მათი შვილები, ვინც საზღვარგარეთ დაიბადა, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არ არიან. მთავარი სწორედ ეს არის და ამის გამოა, რომ ჩვენში ყმაწვილთა რაოდენობა საგრძნობლად ჩამორჩება ზრდასრულთა რიცხვს.

თენგიზ ჩოჩუა

ყველა ახალი ამბავი
0