თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. ცესკოს ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ამომრჩეველთა ხმების 48,6% მიიღო, ოპოზიციურმა პარტიამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 27,14%, ასეთია საქართველოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგი.
საქართველოს პარლამენტში ასევე შევიდა „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“, რომელმაც 5%-იანი ბარიერის გადასალახად ხმების მინიმალური რაოდენობა დააგროვა.
დანარჩენმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა 5%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხეს. ამ დროისთვის ცესკოს უკვე დათვლილი აქვს საარჩევნო უბნების 99,92%-ის მონაცემები.