22:45 24 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს არ ჩაერიოს საარჩევნო პროცესებში

© FB/Георгий Маргвелашвили
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
35 0 0

ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ აპირებს საქართველოში დაბრუნებას და სამშობლოში "არჩევნების შედეგების" დაცვას.

თბილისი, 2 ოქტომბერი— Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართული სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს მიხეილ სააკაშვილს მოუწოდებს არ ჩაერიოს საარჩევნო პროცესებში.

ამჟამად სააკაშვილი უკრაინაში ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტს იკავებს და უკრაინის მოქალაქეა. ამავე დროს, ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სულის ჩამდგმელად რჩება, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაზე აქტიურ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენს. 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ის საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.

"კიდევ ერთხელ ვცდილობ, რომ მაქსიმალურად რბილად მოვუწოდო ყოფილ პრეზიდენტს არ ჩაერიოს საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესში",- კვირას ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საზოგადოება ორიენტირებულია გააკეთოს სწორი არჩევანი და ამ ვითარების დაძაბვა დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია.

" ჩვენთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული გამოცდილება, ჩვენ ვატარებთ თანამედროვე ევროპულ არჩევნებს, მთელი საზოგადოება ორიენტირებულია გააკეთოს სწორი არჩევანი და ამ ვითარების დაძაბვა და რაღაცა ემოციების ესკალაცია, დემოკრატიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია” – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


მთავარი თემები