19:13 21 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
პოლიციის მანქანა

საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის სწრაფ გამოძიებას ელოდება

© Sputnik/ Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
49 0 0

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წარმომადგენლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთ-ერთი უკვე გამოეწერა ზუგდიდის საავადმყოფოდან, სხვები კი სტაციონარში რჩებიან.

თბილისი, 2 ოქტომბერი— Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის სამართალდამცავების სწრაფ გამოძიებას ელოდება, ასევე პოლიტიკოსების ადექვატურ შეფასებას.

ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში შაბათს საღამოს სამი ახალგაზრდა მიიყვანეს, მათ შორის 19 წლის გოგონა, რომლებიც სოფელ დიდინეძში ნაციონალური მოძრაობის წევრებმა და აქტივისტებმა სცემეს.

ექიმების თქმით, დაზარალებულები საავადმყოფოში ტვინის შერყევით და სხვადასხვა დაზიანებით მოხვდნენ.

 "არაერთხელ ავღნიშნავდი, რომ ყველა პოლიტიკურ ძალაში შესაძლებელია იყვენ თავქარიანი ადამიანები, რომლებსაც არჩევნები მუშტი-კრივი გონიათ. მაგრამ ველოდები, რომ პოლიტიკურ ძალებში არიან ადამიანები, ვინც თავის პრინციპულ პოზიციას, თუნდაც თავისი თანაგუნდელების მიმართ, დააფიქსირებენ ამ საკითხთან დაკავშირებით", — კვირას საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა პრეზიდენტმა.

"ქართული ოცნების"  ახალგაზრდული ორგანიზაციის ნაცემი წარმომადგენლების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია-ერთერთი უკვე გამოეწერა ზუგდიდის საავადმყოფოდან, სხვები კი სტაციონარში რჩებიან. დაზარალებულები საავადმყოფოში შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ვალერი კვარაცხელიამ მოინახულა.

ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდებმა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით თვითონ მოახდინეს ინციდენტის პროვოცირება.

სოფელ დიდიმეძში მომხდარი ძალადობის ფაქტი მშვიდობიან და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს საფრთხეს უქმნის, მიაჩნიათ არასამთავრობო ორგანიზაციებს,რომლებიც ასევე მოუწოდებენ საგამოძიებო ორგანოებს, ინცინდენტი სწრაფად, ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოიძიონ.

“არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ფიზიკური დაპირისპირება იწვევს პოლიტიკურ ძალებს შორის დაძაბულობის ესკალაციას და არჩევნების დღისთვის ძალადობრივ ფონს აყალიბებს. ყველა მხარის პასუხისმგებლობაა არ დაუშვას სიტუაციის დამატებითი გამწვავება არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში,”- აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდება. მათში მონაწილეობას 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი იღებს. პარლამენტში მოსახვერდად პარტიამ ხუთპროცენტიანი ზღვარი უნდა გადალახოს.


მთავარი თემები