საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებს მხარს დაუჭერს

© facebook.com/Margvelashviliსაქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალმა წევრებმა კვირას ფიცი დადეს.

თბილისი, 2 ოქტომბერი— Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეებს, რომლებიც კვირას თავისი მოვალეობების შესრულებას შეუდგნენ.

ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში მოსამართლეების მოვალეობებს 10 წლის განმავლობაში შეასრულებენ. ფიცის დადების ცერემონიას ბათუმში პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტისა და უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმა ახალ მოსამართლეებს და განაცხადა, რომ გერქვას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ეს არის ძალიან დიდი პატივი,  მაგრამ ამავე დროს დიდი ტვირთი, რომლის გაძლებაც და გატანაც ყველა ადამიანს გაუჭირდება.

"თქვენ ძალიან ცოტა თანამოაზრე გეყოლებათ. იქნებიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ექნებათ თავიანთი სიმართლე და თავიანთი დღის წესრიგი, რომლებიც ასე დაინახავენ ქვეყნის მომავალს, ქვეყნის ბედს, რომ სწორედ მათ მიერ დანახული სიმართლე არის სწორი. ყველა ეპოქაში იყო ეს წნეხი, მოსამართლეზე და სიმართლის მთქმელ ადამიანზე",-განაცხადა მარგველაშვილმა.

სასამართლო - Sputnik საქართველო
ტელეკომპანია "რუსთავი2"-მა თვისი გაიტანა

მისი თქმით, იქნებიან არამარტო პოლიტიკოსები, არამედ ძლიერნი ამა ქყვენისა, რომლებიც სხვანაირად შეეცდებიან გავლენა მოახდინონ.

"იქნება მცდელობა თქვენზე გავლენისა, არა მარტო პოლიტიკურად, არა მარტო რაღაცა სხვა მექანიზმებით, არამედ ბევრი იმ სისუსტით, რაც ადამიანს გააჩნია. ვდგევარ თქვენს გვერდით, თქვენს მხარდამჭერად, იმ იდეალების სამსახურში, რომელსაც ადგენს საქართველოს კონსიტიტუცია",- განაცხადა მარგველაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხი მოსამართლის — გიორგი პაპუაშვილის, კონსტანტინე ვარძელაშვილის, ქეთევან ერემაძისა და ოთარ სიჭინავას ათწლიანი უფლებამოსილება 30 სექტემბერს ამოიწურა.

კანონის მიხედვით, პრეზიდენტმა ორი მოსამართლე უნდა დანიშნოს, თითო თითო მოსამართლეს პარლამენტი  და უმაღლესი სასამართლოს პლენუმი ნიშნავს.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე უშიშროების საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე დანიშნა.

თეიმურაზ ტუღუშის კანდიდატურა უმაღლესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ წარადგინა.

კანონი და მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის ჩარჩოებს გასცდა

კანონის თანახმად, კიდევ ერთ მოსამართლეს საპარლამენტო უმრავლესობა აირჩევს, იმის შემდეგ, რაც ახალი მოწვევის პარლამენტი თავის საქმიანობას შეუდგება.

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში აირჩევენ, განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ.

მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარსადგენად პლენუმის სამი წარმომადგენლის მხარდაჭერა არის საჭირო, დასამტკიცებლად კი-მინიმუმ სამი მოსამართლის. მანამდე კი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობებს თავმჯდომარის მოადგილე ზაზა თავაძე შეასრულებს.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს 10 წლით ნიშნავენ. ისინი 5 წლით ირჩევენ თავმჯდომარეს.

ყველა ახალი ამბავი
0