პაატა ბურჭულაძე: შევეგუე იმას, რომ მისმენენ

© FB/партия Пааты Бурчуладзеბურჭულაძე საკუთარი ბლოკის წარმოამდგენლებთან
ბურჭულაძე საკუთარი ბლოკის წარმოამდგენლებთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტიის ლიდერმა არ უარყო, რომ ასეთი საუბარი მასა და გვარამიას შორის ნამდვილად შედგა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ჩანაწერი არასრულია.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის“ ლიდერი პაატა ბურჭულაძე აცხადებს, რომ არ უკვირს მოსმენები და უკვე დიდი ხანია ამას შეეგუა.

ასეთი კომენტარი ბურჭულაძემ მასა და „რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის აუდიჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით გააკეთა.

„შევეგუე იმას, რომ მისმენენ, ეს გამოვაცხადე მე დიდი ხნის უკან. მარტო მისმენენ კი არა, ჩვენზე ზეწოლაა. რაც კი შეიძლება მოხდეს ვინმეზე, ხდება ჩვენს პარტიაზე. მაგრამ არაფერია, გავუძლებთ. ხომ იცით, კანონია, რაც მეტია ზეწოლა, მით მეტია წინააღმდეგობა.  ჩვენ წინააღმდეგობას გავაძლიერებთ“, — აღნიშნა ბურჭულაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში.

ოპოზიციური პარტიის ლიდერმა არ უარყო, რომ ასეთი საუბარი მასა და გვარამიას შორის ნამდვილად შედგა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ჩანაწერი არასრულია.

პაატა ბურჭულაძე - Sputnik საქართველო
ბიძინა ივანიშვილი: ბურჭულაძე უზარმაზარ თანხას ითხოვდა თანამშრომლობაში

„ეს საუბარი ნამდვილი იყო. მე ამას ვადასტურებ. ამოჭრილია ის, რომ ბატონ ნიკას ვუთხარი, რომ მე არ ვარ არც „ქართული ოცნების“,  არც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და მე ვარ ხალხის წარმომდგენელი. ზუსტად მაგიტომ შემოვედი პოლიტიკაში და მე რომ მდომებოდა რომელიმე მხარეს ყოფნა, ვინ დამიშლიდა, დავუდგებოდი გვერდში“, — აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ: ბურჭულაძესა და გვარამიას შორის სატელეფონო საუბარი სახელწოდებით „ნიკა გვარამია „დამოუკიდებელ პოლიტიკოსებს“ აკონტროლებს“ Youtube-ზე გავრცელდა რესურსმა Georgia News Creative.

ყველა ახალი ამბავი
0