სპეციალური ჯგუფი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე იმუშავებს

გამოწერა
სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხი ქვეყნის პრეზიდენტმა და თავდაცვის ახალმა მინისტრმა განიხილეს.

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საქართველოში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ინტენსიურად იმუშავებს ჯარის თავდაცვისუნარიანობისა და ქვეყნის შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის ამაღლებაზე.

საკითხის დეტალები საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას შეხვედრის დროს განიხილეს.

„ძალზე საინტერესო შეხვედრა მქონდა მთავარსარდალთან. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ერთობლივად ჩვენი ჯარის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად. ამისთვის ჩვენ სამუშაო ჯგუფის შექმნა დავგეგმეთ, რომელიც ინტენსიურად იმუშავებს სტრატეგიაზე“, — განაცხადა ლევან იზორიამ შეხვედრის შემდეგ.

სტრატეგიას საზოგადოებას უახლოეს მომავალში წარვუდგენთ, დასძინა მან.

ლევან იზორია - Sputnik საქართველო
ლევან იზორია: თავდაცვის სამინისტრო რეფორმებს გააგრძელებს

„ამ სტარატეგიაში გაწერილი იქნება ყველა მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც საჭიროა ნატოსთან ჩვენი თავსებადობის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაფართოებისთვის და ასევე საქართველოსა და აშშ-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის იმპლემენტაციისთვის“, — განაცხადა იზორიამ.

შეხვედრას საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი ესწრებოდა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსა და აშშ-ს შორის მემორანდუმი 6 ივლისს გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ მოაწერეს.

ყველა ახალი ამბავი
0