16:31 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
საკონსტიტუციო სასამართლო

განხეთქილება საკონსტიტუციო სასამართლოში

© FB / Constitutional Court of Georgia
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
2001

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა თავმჯდომარეს პოლიტიზირებულობაში ადანაშაულებს.

თბილისი, 29 ივლისი – Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრიდან ხუთი მოსამართლე თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის მუშაობით უკმაყოფილოა და მას სპეციალური წერილით მიმართა, რომელიც ჟურნალ Prime Time-ის ელექტრონულ ვერსიის გვერდზეა გამოქვეყნებული.

წერილის ავტორები ზაზა   თავაძე, ლალი ფაფიაშვილი, თამაზ ცაბუტაშვილი, ოთარ სიჭინავა და მერაბ ტურავა იმით არიან უკმაყოფილო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უპირატესობას ანიჭებს და დაჩქარებულ რეჯიმში მხოლოდ იმ საქმეებს იხილავს, რომლებიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

„დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან დღის წესრიგის ერთპიროვნულად, სასამართლოს სხვა წევრების აზრის გათვალისწინების გარეშე, იმგვარად განსაზღვრა, რომ მოხდეს გარკვეული საქმეების გადაწყვეტის ფორსირება, განსაკუთრებით იმ საქმეეზე, რომლებიც არის პოლიტიკური კონტექსტის შემცველი, მითუმეტეს იმ ფონზე,  რომ, სხვა გაცილებით უფრო ადრე შემოსული ძველი საქმეები უკვე საკმაო პერიოდია თავიანთი განხილვა/გადაწყვეტის რიგს ელოდებიან“,-ნათვქამია წერილში.

დაჩქარებულ რეჯიმში საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მაგალითად მოსამართლეებს  ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის იურისტებისა  და საქართველოს თავდაცვის ყოფილი თანამშრომლების ადვოკატების საჩივრები მოჰყავთ. თავდაცვის სამინისტროს  ყოფილ თანამშრომლებს სახელმწიფო თანხების გაფლანგვისათვის თავისუფლების აღკვეთის შვიდი წელი მიესაჯათ.

წერილის ავტორები ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს მოუწოდებენ საქმის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღება იმის შემდეგ დაიწყოს, რაც საქართველოს პროკურატურა მოსამართლეებზე ზეწოლის მოხდენის შესაძლო ფაქტების ძიებას დაასრულებს, რომელთა შესახებაც გიორგი პაპუაშვილმა ერთი კვირის წინ განაცხადა.

ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მოსამართლეების მიკერძოებულობასთან და ობიექტურობასთან დაკავშირებული საკითხები მოიხსნას.

უნდა აღინიშნოს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წყალობით, რომელმაც „რუსთავი-2“-ის სარჩელის განხილვის პერიოდში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შესახებ სამოქალაქო პროცესუალური კოდექსის მუხლის მოქმედება შეაჩერა, ტელეკომპანიის ყოფილი მეპატრონე და ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში  ტელეარხის მფლობელობის უფლებით  ჯერჯერობით ვერ სარგებლობს.

გარდა ამისა, გასული წლის სექტემბერში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატის სარჩელი დააკმაყოფილა და წინასწარ პატიმრობაში მისი ყოფნა უკანონოდ ცნო, რის შედეგად უგულავა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე თავისუფლებაზე  მხოლოდ ერთი დღით აღმოჩნდა. მეორე დღეს სასამართლომ უგულავა ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთის 4,6 წელი შეუფარდა.

რაც შეეხება გიორგი პაპუაშვილს, ერთი კვირის წინ მან განაცხადა, რომ მოსამართლეებზე ხორციელდება ზეწოლა მიმდინარე სასამართლო პროცესების გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით. ამ მიზნების მისაღწევად ბოროტმოქმედები მოსამართლეების პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამოქვეყნებით იმუქრებიან. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლებით „სასამართლოს საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უხეში ჩარევა მართლმსაჯულების გამხორციელებაზე ზემოქმედების მიზნით“ და „პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა“.

ამ საქმის ფარგლებში პროკურატურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს კითხავს.

მთავარი თემები