06:19 11 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
არჩევნები

NDI უარს ამბობს საქართველოში არჩევნების შედეგების პროგნოზირებაზე

© Sputnik/ Костис Нтантамис
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
საპარლამენტო არჩევნები 2016 (185)
92 0 0

აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საპარლამენტო არჩევნების წინ ბოლო გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. ეს შედეგები ბევრისთვის მოულოდნელი იყო. რვა წლის მანძილზე NDI-მ პირველად აღირა, რომ მისი გამოკითხვის მონაცემები შედეგების პროგნოზირების საშუალებას არ იძლევა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობის მიღებას 59 პარტია აპირებს, რომელთაგან რეგისტრაცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 23-მა გაიარა. 

საქართველოს პარლამენტი 150 დეპუტატისაგან ფორმირდება, რომელთაგან 77 პარტიული სიით აირჩევა, ხოლო 73 მაჟორიტარული სისტემით. 

კანონმდებლებს 3,5 მილიონი ამომრჩეველი აირჩევს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. 

ვინ მიდის არჩევნებზე?

არჩევნების შედეგი ამომრჩეველთა  საარჩევნო უბნებში მისვლაზეა დამოკიდებული. 

მიუხედავად იმისა, რომ 67% მაინც მიდის არჩევნებზე, 57%- ს ჯერ არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას. ასეთი ამომრჩევლების უმეტესობის ასაკი 18-35 წელია, ამას გამოკითხვის შედეგები მოწმობს..

მათ შორის ვინც იცის ვისთვის აპირებს ხმის მიცემას, ასეთი კი 38%-ია,  32% მზადაა თუნდაც ხვალ თავისი ხმა მმართველ პარტიას — „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მისცეს, ხოლო 26% — ყოფილ მმართველ პარტიას — „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს.

 

არჩევნებამდე 2 თვით ადრე, NDI —ს გამოკითხვით, მოულოდნელად მესამე ადგილზე —7%-ით „პატრიოტთა ალიანსი“ გავიდა, რომლის ლიდერია ჟურნალისტი ირმა ინაშვილი. 

მეოთხე ადგილზეა პაატა ბურჭულაძის მიერ ორი თვის წინ შექმნილი მოძრაობა — „სახელმწიფო ხალხისათვის“. 

გარდა ამისა, ამომრჩევლებმა დაასახელეს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას პარტია — „თავისუფალი დემოკრატები“, ნინო ბურჯანაძის „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „ლეიბორისტული პარტია“ და „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“. 

გამოკითხვაში მთელი საქართველოს მასშტაბით 4113-მა რეაპოდენტმა მიიღო მონაწილეობა. 

როგორ აირჩევენ?

ქართველ ამომრჩეველთა არჩევანზე ყველაზე მეტ გავლენას პარტიების წარსული მოღვაწეობა მოახდენს. კიდევ ერტი გადამწყვეტი ფაქტორი პარტიის კონკრეტული მოღვაწის მიმართ ნდობა იქნება. ასევე მნიშვნელოვანია პარტიის პროგრამა და ახლობელთა პოლიტიკური შეხედულებები. 

ყველაზე ნაკლები გავლენა ექნება პოპულარული ადამიანების და სამსახურში ხელმძღვანელობის აზრს. ამასთან გამოკითხულებმა აღნიშნეს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია  პარტიების ეკონომიკური პროგრამა და დამოკიდებულება ჯანდაცვის მიმართ. 

ყველაზე ნაკლებად გამოკითხულებს აინტერესებთ დამოკიდებულება საგარეო პოლიტიკური კურსისადმი და განათლებისადმი. 

პოლიტიკოსთა მოსაზრება

გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ბევრ პოლიტიკურ პარტიას იმედი გაუჩნდა, რომ მოიპოვებდა იმ ამომრჩეველთა ხმებს, რომლებიც ჯერ არ გარკვეულან თავის არჩევანში. 

„ამომრჩეველთა 57% —მა არ იცის ვის მისცემს ხმას. ჩვენ მათ (შედეგებს) არ განვიხილავთ, როგორც წინასწარი არჩევნების შედეგებს. ვინაიდან ჩვენ არ ვართ იმათ სიაში, ვისაც არასდროს არ მისცემდნენ ხმას, ჩვენ ვიბრძოლებთ იმათი ხმებისთვის ვისაც ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია“, — თქვა პარტია „მოძრაობა — სახელმწიფო ხალხისათვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა ლაზაგიძემ. 

თავის მხრივ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ სკეპტიციზმით უყურებს NDI-ს გამოკითხვას, თუმცა იმედი აქვს რომ მას ხმას მისცემენ. 

„ჩვენი მოსახლეობა პოლიტიკურად ძალიან გაიზარდა, ბოლო-ბოლო, როცა ისინი გაანალიზებენ რეალობას, და დაინახავენ, რომ ქვეყანა წინ მიდის, დარწმუნებული ვარ, რომ ყველა სირთულის მიუხედავად ისინი მხარს დაუჭერენ მმართველ პარტიას“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ. 

მთავარ ოპოზიციურ პარტიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თვლიან, რომ გამოკითხვამ აჩვენა არსებული ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერის არქონა, ხოლო მათი პარტიის დაბალ რეიტინგს ახლახან დაწყებულ საარჩევნო კამპანიას უკავშირებენ.  

არიან ისეთებიც, ვინც უკმაყოფილოა გამოკითხვის შედეგებით. 

„მე იძულებული ვარ მივმართო აშშ-ს ხელისუფლებას,  თხოვნით, რომ დახუროს ამ ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში, რადგან ასეთი ორგანიზაციები არცხვენენ აშშ-ს სახელს. ვერც ერთი პარტია ვერ შეედრება დღეს „ლეიბორისტულ პარტიას“, განაცხადა საქართველოს მთავარმა ლეიბორისტმა შალვა ნათელაშვილმა, რომელმაც 3%-ზე ნაკლები მიიღო. 

პარლამენტის ექს-სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ, გამოკითხვის შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ ნანობს, რომ გინება არ შეუძლია.  

თუმცა, რამდენად შეესაბამება გამოკითხვის შედეგები რეალობას, 8 ოქტომბრის შემდეგ გახდება ცნობილი. 

 

თემები:
საპარლამენტო არჩევნები 2016 (185)

მთავარი თემები