23:47 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
მიხეილ სააკაშვილი

თბილისში სააკაშვილის ფიტული დაწვეს

© Sputnik/ Стрингер
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
5301

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მისიის“ წევრებს მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ხელისუფლება ზედმეტად ლოიალურია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

თბილისი, 29 ივლისი — Sputnik. თბილისში ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის წინ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ფიტული დაწვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

აქციის მონაწილეებმა „ქართულ ოცნებას“ სამართლიანობის აღდგენისკენ მოუწოდეს. „ნაცმოძრაობის“ ოფისის წინ ისინი პლაკატებით მივიდნენ, რომლებზეც ეწერა: „მკვლელების ადგილი პოლიტიკაში არ არის!“ „ძირს „ნაციონალური მოძრაობა!“ ასევე მიიტანეს ცოცხები — როგორც „ციხის სკანდალის“ სიმბოლო.

„ოცნება“ რაღაც ძაან ტკბილად არის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ჩახუტებული. ადამიანები, ვინც ეს ვარამი გამოვიარეთ ათი წლის განმავლობაში, ველოდებოდით, რომ რაღაცას გააკეთებდა „ოცნება“ სამართლის აღდგენისათვის და, რა ვიცი, გაჩერებულები არიან და ჩვენ ავდექით და ჩვენი პროტესტი, შიგნით რაც გვაქვს, გულისთქმა ვუთხარით სუყველას“, — განაცხადა აქციის ორგანიზატორმა გია კორკოტაშვილმა.  

საპროტესტო აქცია საზოგადოებრივმა მოძრაობა „ქართულმა მისიამ“ მოაწყო, რომლის თავმჯდომარეც გია კორკოტაშვილია.

მთავარი თემები