23:34 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
დავით უსუფაშვილი

უსუფაშვილმა "რესპუბლიკელი" მინისტრების გადაწყვეტილება ახსნა

© Sputnik/ Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
2101

საქართველოს პრემიერმა თანამდებობის დატოვების შესახებ თინა ხიდაშელისა და პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები დააკმაყოფილა. ისინი თანამდებობებზე 1 აგვისტომდე რჩებიან.

თბილისი, 29 ივლისი— Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს სურს, რომ მთავრობის წევრებს შორის მხოლოდ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები იყვნენ, ამიტომ „რესპუბლიკელი“ მინისტრები გადადგნენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს პრემიერმა თანამდებობის დატოვების შესახებ თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელისა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები დააკმაყოფილა. „რესპუბლიკელი“ მინისტრები თანამდებობებზე 1 აგვისტომდე რჩებიან.

„პრემიერ-მინისტრის ხედვა იყო ასეთი, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს სხვა პარტიების წარმომადგენლები არ ყოფილიყვნენ მთავრობაში", — განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ხიდაშელის მეუღლეა, არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ ჩაიბარებს მთავრობაში აღნიშნული უწყებების პორტფელს.

„მე დარწმუნებული ვარ, ის (პრემიერი) შეარჩევს ისეთ კანდიდატებს, რომლებიც ყველაზე უკეთ გაუძღვებიან ამ მნიშვნელოვან საქმეებს", — აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

ხიდაშელი და ზაქარეიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები არიან. პარტიამ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დაიშალა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება.

ახალი მინისტრების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მათ შესარჩევად კონსულტაციებს მართავს.

მთავარი თემები