21:46 22 იანვარი 2018
პირდაპირი ეთერი
სტამბულის აეროპორტი

აშშ-სა და თურქეთს შორის ფრენების გაუქმებამ ქართველ მგზავრებზეც იმოქმედა

REUTERS/Murad Sezer
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში (41)
58 0 0

16 ივლისს აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალურმა სამმართველომ თურქეთთან ყველა ავიარეისის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც საქართველოს მოქალაქეების გეგმებზეც იმოქმედა.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. აშშ-სა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლის დროებითი გაუქმება საქართველოს მოქალაქეებს პრობლემებს უქმნის, განაცხადეს თურქეთში საქართველოს გენერალურ საკონსულოში.

აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის ფედერალური სამმართველოს გადაწყვეტილებით, აშშ-ისა და თურქეთის აეროპორტებს შორის ყველა ავიარეისი გაუქმდა მას შემდეგ, რაც 16 ივლისს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა.

შაბათს საჰაერო მიმოსვლა რამდენიმე საათით შეწყდა საქართველოსა და თურქეთს შორისაც, თუმცა საღამოს სტამბულიდან ორი სპეცრეისი გამოფრინდა. ამის შემდეგ საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში აღდგა.

„მას შემდეგ, რაც თურქეთში ჩარჩენილმა ქართველებმა სამშობლოში გამოფრენა შეძლეს, პრობლემების თაობაზე ჩვენთვის არავის მოუმართავს. მგზავრებისთვის ერთადერთი პრობლემა ამ ეტაპზე ისაა, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყვეტილია. ეს ეხება მგზავრებს, რომლებიც ამერიკაში სტამბულის გავლით ავიაკომპანია Turkish Airlines-ით მგზავრობენ“, — ციტირებს სტამბულში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამშრომელს საინფორმაციო სააგენტო „ნოვისტი-გრუზია“.

მანამდე „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აღნიშნეს, რომ მგზავრებმა, რომელთაც აშშ-სა და თურქეთს შორის საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა შეეხოთ, შესაბამის ავიაკომპანიებს უნდა მიმართონ. ამ დროისთვის ავიაკომპანიები მგზავრების ალტერნატიულ მარშრუტებზე გადამისამართებას ცდილობენ.

საქართველოდან რეისები თურქეთის მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში ხორციელდება, დადგენილი გრაფიკით, ამ დროისთვის რეგულარულ ფრენებს თბილისის აეროპორტიდან  სამი კომპანია ახორციელებს — Turkish Airlines, Atlas Global და Pegasus“, — განუცხადეს „ნოვოსტი-გრუზიას“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრეს-სამსახურში.

მხოლოდ ივლისის თვეში თურქეთის მიმართულებით 428 ავიარეისია დაგეგმილი.

თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისას 290-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1,4 ათასზე მეტი დაიჭრა. საქმეზე დაკავებულია 3 ათასამდე ეჭვმიტანილი.

თემები:
სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში (41)

მთავარი თემები