08:38 18 თებერვალი 2018
პირდაპირი ეთერი
ამერიკელი კადეტები საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში

ამერიკელმა კადეტებმა სამხედრო მომზადების კურსები საქართველოში გაიარეს

© сайт министерства обороны Грузии
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
23 0 0

სამი კვირის განმავლობაში კადეტები მთებში სიარულს კლდეებზე დაშვებას, წინააღმდეგობების გადალახვასა და ექსტრემალურ პირობებში პირველი სამედიცინო დახმარების გაწევას სწავლობდნენ.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. აშშ-ის რეზერვის ოფიცრის მომზადების კორპუსის 33-მა კადეტმა საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამკვირიანი საზაფხულო საბაზისო კურსი გაიარა,  ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე.

კურსის დახურვის შემდეგ საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, აშშ-ის რეზერვის ოფიცრის მომზადების კორპუსის კადეტების ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნი უილიამ ფრუეტი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

საზეიმო ცერემონიალზე კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გენშტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ გადასცა.

  • ამერიკელი კადეტები საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში
    ამერიკელი კადეტები საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში
    FB/საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

1 / 5
FB/საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ამერიკელი კადეტები საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში

„კურსი საინტერესო გამოვიდა და ძალიან დაძაბული იყო… მოხარული ვარ, რომ კურსის გავლა შეძელით… სულ უფრო და უფრო მეტი უცხოელი ინტერესდება ამ სკოლით და ამ სკოლის სახელი უკვე საკმაოდ ფართოდაა ცნობილი“, — განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

საბაზისო სამთო მომზადების კურსი სამკვირიანი იყო, რომლის ფარგლებშიც ამერიკელმა კადეტებმა, ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით, სამთო-ტექნიკური უნარ-ჩვევები შეისწავლეს. მათ შორის: მთაში გადაადგილების ხერხები, სიმაღლიდან და კლდიდან დაშვება, დაბრკოლებათა ზოლის მოწყობა და გადალახვა, ექსტრემალურ პირობებში პირველადი დახმარების აღმოჩენა და ევაკუაციის ორგანიზება.

სწავლების დასრულების შემდეგ მსმენელებმა სპეციალური ტესტი ჩააბარეს.

აშშ-ის რეზერვის ოფიცრის მომზადების კორპუსის კადეტების ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა უილიამ ფრუეტმა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაურ ივანე ცხადაძეს მადლობის ნიშნად სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

მთავარი თემები