05:55 26 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0798
  • 100 RUB3.9875
  • USD2.6184
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას იღებს

© AFP / FREDERICK FLORIN
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
3701

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ადვოკატებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2014 წელს მიმართეს.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას 14 ივნისს მიიღებს, იუწყება სააგენტო  „Новости-Грузия“ ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილზე დაყრდნობით.

საქართველოს ყოფილი პრემიერი და ასევე ყოფილი შს მინისტრი ივანე მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააპატიმრეს.

„ეს არის მის წინასწარ პატიმრობაში ყოფნის პერიოდთან დაკავშირებული საკითხები. [გამოძიებას] არ ჰქონდა მისი დაკავების საფუძვლები, არ ჰქონდა პატიმრობის გაგრძელების საფუძველი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერი გავასაჩივრეთ“, — განაცხადა ჩივიაშვილმა.

შეგახსენებთ: ვანო მერაბიშვილი სისხლის სამართლის სამ საქმეშია ბრალდებული: 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევასა და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩევლის მოსყიდვაში.

ამას გარდა, სასამართლოში მერაბიშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა განსახილველად: 2007 წლის 7 ნოემბერს საპროტესტო აქციისა და ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის საქმე, 2005 წელს სპეცრაზმის მიერ დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმე, და ღვინის ქარხანა „აკურის“ საქმე.

მთავარი თემები