00:25 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
თინათინ ხიდაშელი

ხიდაშელმა განმარტა, რატომ ვერ დაესწრნენ ნატო-ს წვრთნებს ქართველი ჯარისკაცები

© сайт министерства обороны Грузии
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
26 0 0

ქართული ასეული პოლონეთში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს რამდენიმე ჯარისკაცის ჩუტყვავილით დაავადების გამო ვერ ესწრება.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც ქართული ასეული პოლონეთში მიმდინარე ნატო-ს სამხედრო წვრთნებს „ანაკონდა-2016“ ვერ ესწრება, და აღნიშნა, რომ მზადაა მოხსენებით წარსდგეს პრეზიდენტ მარგველაშვილის წინაშე.

ამასთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრი უწყების ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განცხადებას აქვეყნებს.

შეგახსენებთ: ქართველი სამხედროების წვრთნებზე დაუსწრებლობის მიზეზის განმარტება, საქართველოს პრეზიდენტის გარდა, პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობის პრესმდივანმა პეტრ ვალატეკმაც მოითხოვა.

„აუცილებლად უნდა გამოვეხმაურო პოლონეთში მიმდინარე სწავლების ირგვლივ დისკუსიას. დისკუსია აბსურუდულია…“, — წერს თავდაცვის მინისტრი განცხადებაში.

თინათინ ხიდაშელი განმარტავს, რომ ყველა ლოგისტიკური საკითხი მოგვარებული იყო და ამიტომ საუბარი იმაზე, თითქოს „რამე ვერ მოესწრო ან ლოგისტიკურად გაუმართავი იყო, უსაფუძვლო და ტყუილია“.

მინისტრის განმარტებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის III მსუბუქ ქვეითმა ასეულმა საერთაშორისო სწავლება "ANAKONDA 2016-ში“ მონაწილეობა იმის გამო ვერ მიიღო, რომ ასეულის ორ სამხედრო მოსამსახურეს ვირუსული ინფექცია „ჩუტყვავილა“ ჰქონდა და არსებობდა მისი სხვა ჯარისკაცებზე გავრცელების საფრთხე.

„სამედიცინო კონსილიუმმა დაასკვნა, რომ რადგან ინკუბაციის ვადები გრძელია და რისკი მაღალი, აბსოლუტურად უპასუხისმგებლო იქნებოდა ჩვენი მხრიდან პოლონეთში ამ ასეულის გაგზავნა“, — წერს ხიდაშელი.

მინისტრის თქმით, ექიმების ვარაუდი გამარტლდა და დღეისათვის უკვე შვიდი ჯარისკაცია დაავადებული.

განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ასეულის ჩანაცვლება, დროის უკმარისობის გამო, შეუძლებელი გახლდათ. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ „ეს არ არის სწავლება ნებისმიერი ასეულისთვის“ და მასში მხოლოდ OCC-ს (Operational Capability Concept) უნდა მიეღო მონაწილეობა.

„OCC — ეს არის პლატფორმა, სადაც ჩვენი ორი ასეულია ჩართული. მათგან ერთი, „ალფა“, როგორც იცით, უკვე სერტიფიცირებულია Noble Partner-ის დროს და NRF-ის სტატუსი მიიღო“, — წერს თავდაცვის მინისტრი ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

მთავარი თემები