05:54 26 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0798
  • 100 RUB3.9875
  • USD2.6184
თინათინ ხიდაშელი

ხიდაშელი: მზად ვართ ჩვენი ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება გავუზიაროთ გაეროს

© photo: Sputnik / Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
21 0 0

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში დახმარებას სთავაზობს.

თბილისი, 11 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ ელგასიმ ვეინს შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელსაც გაეროს სამხედრო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი გენერალი მასუდიც დაესწრო, მხარეებმა გაეროს სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის ახალი ფორმატი და შესაძლებობები განიხილეს.

შეგახსენებთ: საქართველომ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე განაცხადა. ქართული მხარის ინიციატივას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ მოწვეული სამშვიდობო ოპერაციების სამიტი.

„ვცდილობთ დავაზუსტოთ გაეროს საჭიროებები და ზუსტად გავთვალოთ ჩვენი შესაძლებლობები… საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და შეიარაღებული ძალები მზად არიან, საკუთარი ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება, რომელიც მათ ბოლო წლების განმავლობაში დაუგროვდათ, გაუზიარონ აღნიშნულ ორგანიზაციას“, — განცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის, დახმარება გაუწიოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას ზუსტად ისე, როგორც ნებისმიერი დასავლეთ ევროპული სახელმწიფო გაუწევდა.

მთავარი თემები