საქართველოს პარლამენტის დელეგაცია გერმანიაში გაემგზავრა

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში დავით უსუფაშვილი შეხვედრებს გამართავს საქსონია-ანჰალტის ფედერალური მიწის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს პირებთან. დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ინტერვიუ გერმანული გაზეთი Das Parlament-ის ჟურნალისტთან.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა, იუწყება პარლამენტის პრეს-სამსახური.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე გერმანიის ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ასევე დაგეგმილია დავით უსუფაშვილის საჯარო გამოსვლა „ჰაინრიხ ბიოლის ფონდში“. 

საპარლამენტო დელეგაცია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის პრეზიდენტს ნორბერტ ლამერტს შეხვდება, რის შემდეგაც დავით უსუფაშვილი და ნორბერტ ლამერტი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
დავით უსუფაშვილი უცხოელ კოლეგებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს გერმანიის ფედერალური კანცლერის მრჩეველთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ქრისტოფ ჰოისგენთან, ბუნდესტაგის სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარესთან კარინ შტრენცთან და ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ვოლფგანგ ჰელმიხთან. საპარლამენტო დელეგაცია ბუნდესტაგის პლენარულ სესიასაც დაესწრება.

დავით უსუფაშვილთან ერთად საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის წევრები ზვიად კვაჭანტირაძე, თედო ჯაფარიძე და გიორგი ბარამიძე.

ყველა ახალი ამბავი
0