00:28 23 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
დეპუტატი თამაზ მეჭიაური

თამაზ მეჭიაურმა „ქართული ოცნება“ დატოვა

© FB / Tamaz Mechiauri
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
40 0 0

საქართველოს ნატოში გაწევრიანების მოწინააღმდეგე თამაზ მეჭიაურმა მმართველი პარტია დატოვა, მაგრამ საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელობას გააგრძელებს.

თბილისი, 21 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელმა თამაზ მეჭიაურმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკატიული საქართველო“ დატოვა.

მეჭიაურმა არაერთხელ გააკრიტიკა ის პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს ნატოში შესვლას ემხრობიან. მისი თქმით, საქართველომ ურთიერთობები რუსეთთან უნდა მოაგვაროს.

„პარტია დავტოვე. შემიძლია ღიად განვაცხადო, რადგანაც ყველა ეტიკეტის დაცვით ამაზე მანამდეც და მერეც ვესაუბრე ბიძინა ივანიშვილს. აბსოლუტური გაგება იყო და კეთილმოსურნე დამშვიდობებაც და სამომავლო თანამშრომლობის სურვილიც“, – განაცხადა მეჭიაურმა ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ეთერში.

მიუხედავად ამისა, მეჭიაური საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტს კვლავ უხელმძღვანელებს. ის ასევე მხარს დაუჭერს საპარლამენტო უმრავლესობას.

უფრო ადრე საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ თუ მას პარტიის ლიდერად აირჩევენ, მის გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეოპოლიტიკურ კურსთან და კავშირებით რაიმე ეჭვი ექნებათ. კვირიკაშვილი პარტიის ლიდერი გასულ კვირაში გახდა.


მთავარი თემები