ნატოს სასწავლო ცენტრში პირველი წვრთნები დაიწყო

გამოწერა
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) წვრთნების კონცეფცია დაფუძნებულია საქართველოს და ნატოს არსებულ უსაფრთხოების პრიორიტეტებზე.

თბილისი, 16 მაისი — Sputnik.  ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) პირველი საველე სწავლების გახსნის ცერემონიალი გაიმართა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მეთაური, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე და ცენტრის ხელმძღვანელი ნატოს მხრიდან, ვიცე-პოლკოვნიკი ოლე ქრისტიან ემაუსი დაესწრნენ.

„დღეს ჩვენი შეიარაღებული ძალების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა, ნატო-საქართველოს წვრთნის და შეფასების ერთობლივ ცენტრში პირველი ქვეითი ასეულის შეფასება იწყება, ეს არის 51-ე ბატალიონის „ალფა“ ასეული. პირველ შეფასებას მოჰყვება სხვა ქვეითი ასეულების შეფასება. ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე ყველა ქვეითი ასეული არ გაივლის შეფასებას. ეს შეფასება აღინიშნება ნატოს დოკუმენტებში, რომელიც მზადდება ვარშავის სამიტისთვის. ვფიქრობთ, ამ შეფასებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმისათვის, რომ ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ უფრო გაზარდოს თავსებადობის დონე ნატოსთან, გაზარდონ საბრძოლო მზადყოფნის დონე, გახდნენ სამაგალითოები სხვა პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის და დაამტკიცონ კიდევ ერთხელ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები მზად არის იმისათვის, რომ გახდეს დიდი ევრო-ატლანტიკური ოჯახის ჯარების სრულფასოვანი წევრი“, — აღნიშნა პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.

ნატო - Sputnik საქართველო
თბილისში ნატოს სასწავლო–საწვრთნელი ცენტრი გაიხსნა

აღნიშნული სწავლება პირველია იმ თერთმეტი როტაციული სწავლებიდან, რომელიც JTEC —ში 2016 წლის ბოლომდე გაიმართება.

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) წვრთნების კონცეფცია დაფუძნებულია საქართველოს და ნატოს არსებულ უსაფრთხოების პრიორიტეტებზე. აღნიშნული სწავლება ორიენტირებულია თავდაცვით ოპერაციებზე და ამ ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებულ ძალების უნიკალურ უნარზე იმოქმედოს ქართულ რელიეფზე.

საველე სწავლებასთან ერთად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრიგადებს და ბატალიონებს, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სთავაზობს სიმულაციურ სწავლებას კომპიუტერის გამოყენებით, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის ვირტუალური სისტემების სწავლებების განვითარებას უზრუნველყოფს.


ყველა ახალი ამბავი
0