ალასანია: „ქართულ ოცნებაში“ მართვადი ქაოსია

© photo: Sputnikირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ალასანია თვლის, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ დაძაბული გარემო ხელს უწყობს ბიძინა ივანიშვილს – მართოს საპარლამენტო უმრავლესობა და მთავრობა.

თბილისი, 11 მაისი — Sputnik. „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია „ქართულ ოცნებაში“ შექმნილ ვითარებას „მართვად ქაოსს“ უწოდებს, რომელიც, მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.

ამის შესახებ განცხადება ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გააკეთა. 

დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
„რესპუბლიკელები“ მმართველი კოალიციიდან გასვლის წინააღმდეგი არიან

„ქართულ ოცნებაში“ პრაქტიკულად არის მართვადი ქაოსი, რომელიც ხელს აძლევს არაფორმალურ მმართველს, რომ მან უკეთ შეძლოს როგორც მთავრობის, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის გაკონტროლება“, — განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

რაც შეეხება ნატოს თემაზე „ოცნების“ დეპუტატის თამაზ მეჭიაურისა და რესპუბლიკური პარტიის დაპირისპირებას, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ამას უწოდებს "რუსულ თამაშს", ხოლო მეჭიაურის განცხადებებს – "საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოს".

 

ყველა ახალი ამბავი
0