14:59 20 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თბილისი, ვახტანგ გორგასლის ძეგლი

თბილისში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია ჩატარდება

© Sputnik/ Alexander Imedashvili
პოლიტიკა
მოკლე ბმულის მიღება
20 0 0

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: ეუთოს გენმდივანი და ნატოს გენერალური მდივნის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

თბილისი, 2 მაისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მეათე კონფერენცია თბილისში 24-25 მაისს ჩატარდება, ნათქვამია კონფერენციის ვებგვერდზე.

კონფერენციაზე განიხილავენ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებს და ასევე იმსჯელებენ მცირე ქვეყნებზე საერთაშორისო წესრიგის ზემოქმედების პრობლემაზე. ამას გარდა, კონფერენციის მონაწილეები ყურადღებას დაუთმობენ ნატოს სამიტს, რომელიც ვარშავაში გაიმართება.

სულ ღონისძიებაზე 300 სტუმარი შეიკრიბება — თანამდებობის პირები, ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მონაწილეთა შორის იქნებიან ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჯიმს აპატურაი და ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი.

კონფერენციის მუშაობაში ქართული მხრიდან ჩაერთვებიან პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის წევრები.

ორდღიანი ღონისძიების შედეგებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეაფასებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პარტნიორები კონფერენციაზე იქნებიან: აშშ–ის ატლანტიკური საბჭო, თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტი, მარშალისა და ადენაუერის ამერიკული ფონდები.

მთავარი თემები