65-70 წლის ზევით ასაკის პატიმრები შეიძლება გათავისუფლდნენ

© photo: Sputnik / Ivan Rudnev / გადასვლა მედიაბანკშიკოლონია
კოლონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამნისტია არ შეეხება ტერორიზმის, მკვლელობის, ნარკოტიკის, ციხიდან გაქცევისა და სხვა მძიმე დანაშაულების გამო მსჯავრდებულებს.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოში 65-70 წელს ზევით ასაკის პატიმრები გათავისუფლდებიან, თუ პარლამენტი დაამტკიცებს კანონპროექტს „ამნისტიის შესახებ“.

ახალი კანონის ინიციატორია ფრაქცია „ეროვნული ფორუმი“.

წინასწარი დაკავების იზოლატორი - Sputnik საქართველო
ევროსაბჭო საქართველოში პატიმართა რაოდენობის შემცირებით კმაყოფილია

„ფორუმი“ გამოდის წინადადებით, გათავისუფლდნენ 70 წელს ზევით მამაკაცი და 65 წელს ზევით ასაკის ქალი პატიმრები, თუ ისინი გასამართლებული არ იყვნენ მკვლელობის, სხეულის მძიმე დაზიანებების, ბირთვულ მასალასთან დაკავშირებული დანაშაულის, ნარკოტიკებისა და ტერორიზმის მუხლებით.

ამნისტია არ შეეხება ასევე მათ, ვინც დამნაშავედ აღიარეს წამებაში, საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლებების ნორმების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში, ციხიდან გაქცევაში და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.

კანონი „ამნისტიის შესახებ“ ამოქმედდება, თუ მას პარლამენტი სამი მოსმენით მიიღებს, ასევე ხელს მოაწერს პრეზიდენტი.

2015 წლის ბოლოსთვის საქართველოს საპატიმროებში 50 წელს ზევით ასაკის 1,9 ათასი მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს.

საქართველოში ფართომასშტაბიანი ამნისტია ხელისუფლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლისთანავე გამოაცხადეს. 2012 წლის ბოლოს საქართველოში 19,3 ათასზე მეტი პატიმარი იყო, ხოლო ერთი წლის შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში — 9 ათასზე მეტი.

ამნისტია ოპოზიციის მხრიდან მკაცრი კრიტიკის მიზეზი გახდა, რომელიც ხელისუფლებას ქვეყანაში კრიმინალის ზრდაში მუდმივად ადანაშაულებს. საქართველოს შსს-ს ოფიციალური სტატისტიკა ამის საპირისპიროდ მეტყველებს.

ყველა ახალი ამბავი
0