უსუფაშვილი: საქართველოს კავკასიაში მშვიდობა სურს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliდავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პოზიცია იყო და არის ურყევი: ჩვენ გვსურს მშვიდობა კავკასიაში, ჩვენს უშუალო სამეზობლოში.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს სურს მშვიდობა კავკასიაში და მზადაა ხელი შეუწყოს ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველო სომხეთსა და აზერბაიჯანს კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულებისკენ მოუწოდებს

„ჩვენ ვართ შეშფოთებული იმით, რომ მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტი ქართველებისთვის ორ მოძმე ხალხს შორის და ჩვენი პოზიცია იყო და რჩება ურყევი, ჩვენ გვინდა მშვიდობა კავკასიაში, ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს უშუალო სამეზობლოში, და გვინდა ხელი შევუწყოთ ყველა პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებას, ამიტომ მივესალმებით საერთაშორისო საზოგადოების აქტიურობას ამ პროცესში“, — განაცხადა უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

მანამდე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა, რომ, მთიან ყარაბაღში დაპირისპირების შეწყვეტისთვის საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მედიატორის როლი უნდა აიღოს.

კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1991 წლის სექტემბერში სტეფანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შექმნა გამოცხადდა. საბოლოოდ აზერბაიჯანმა დაკარგა ყარაბაღზე კონტროლი.

1992 წლიდან ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აზერბაიჯანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას მოითხოვს, ხოლო სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, ვინაიდან ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0