„ნაცმოძრაობამ“, შესაძლოა, წინასაარჩევნოდ კოალიცია შექმნას

© photo: Sputnik / Александр Имедашвили / გადასვლა მედიაბანკშიგია ბარამიძე
გია ბარამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივ კონსულტაციებს მართავს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, გარდა მმართველი პარტიისა.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა წინასაარჩევნოდ კოალიცია შექმნას, განაცხადა პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ სუფთა წარსულის მქონე ახალბედებს ირჩევს

„გამორიცხული არ არის, საარჩევნო ინტერესებიდან გამომდინარე, რაღაც ამგვარი ნაბიჯები გადაიდგას, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება ძირითადი პოლიტიკური სუბიექტი“, — ციტირებს ბარამიძეს „პირველი რადიო“.

მისი თქმით, პარტიას მუდმივად აქვს დიალოგი საქართველოში არსებულ პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, გარდა „ქართული ოცნებისა“.

ყველა ახალი ამბავი
0